მოგზაურობა დედამიწის მაგნიტურ სარტყელში

 აგვისტოს ბოლოს დედამიწის რადიაციული ველის გამოსაკვლევად ორი ”ტყუპი” თანამგზავრი აიღებს სტარტს.

 გაშვება კანავერალის კონცხიდან 24 აგვისტოს მოხდება, რაკეტამატარებლ Atlas V-ის საშუალებით. ”პრაქტიკულად ყველაფერი მზადაა, ორივე აპრატი და ჩვენი გუნდიც. მოუთმენლად ველოდებით მომენტს, როცა ჩვენი პლანეტის ყველაზე უფრო იდუმალი და საშიში სარტყელის კვლევას დავიწყებთ” – ამბობს პროექტ RBSP-ეს ხელმძღვანელი რიჩარდ ფიცჯერალდი.

 ლაპარაკია დედამიწის რადიაციულ სარტყელზე(ვან ალენის სარტყელი), რომელიც ყველა მძლავრი დგლობალური მაგნიტური ველის მქონე პლანეტას გააჩნია, მაგალითად, იუპიტერს. რადიაციული სარტყელი არის რეგიონი, რომელშიც მზიდან და კოსმოსიდან მოსული დამუხტული ნაწილაკები ექცევიან. პლანეტის მაგნიტოსფერო ამ რეგიონებში პოტენციალურ ბარიერს ქმნის, რომლის შიგნით მოხვედრა მხოლოდ მაღალი ენერგიის მქონე, ბარიერზე მეტი, ნაწილაკებს შეუძლიათ. დანარჩენები ან ვერ აღწევენ, ან სარტყლის შიგნით დიდი ხნით რჩებიან.

დედამიწის რადიაციული სარტყელი, აღმოჩენილი გასული საუკუნის შუა წლებში, ერთმანეთში ჩადებულ ტოროიდებს წარმოადგენს, შიგა და გარე, რომლებიც 4 და 17 ათასი კილომეტრის სიმაღლეზე მდებარეობენ შესაბამისად. აქ შეგროვებული ნაწილაკები, ძირითადათ პროტონები და ელექტრონები, სარტყელში მომუშავე რობოტებისა და ადამიანებისთვის საფრთხეს წარმოადგენენ(რადიაცია ჩვენს გარშემო). მისია თვითონ სარტყლებსა და მათზე მზის მოქმედებასაც გამოიკვლევს.

 მზის აქტიურობა მაგნიტოსფეროში საკმაოდ დრამატულ(1), ჯერჯერობით პროგნოზირებისთვის შეუთავსებელ, ცვლილებებს იწვევს. ამ მექანიზმების ცოდნა აუცილებელია უფრო საიმედო კოსმოსური ტექნიკის, ავიაციის, ნავიგაციისა და კავშირგაბმულობის სისტემების შესაქმნელად. ასევე ბევრი რამ გაირკვევა სამყაროში გამოსხივების გაჩენისა და მისი გავრცელების შესახებაც.

 მისია RBSP ორი წელი იმუშავებს. აპარატები სარტყელებთან ახლოს იქნებიან და არც ერთი წუთით არ შეწყვეტენ მათზე დაკვირვებას. ერთდროულად ორი თანამგზავრის გამოყენება ცის მოცულობითი სირათის შექმნის საშუალებას მოგვცემს და ჩვენ აუცილებლად გეტყვით, თუ რას აღმოაჩენენ ისინი.

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.