მაგნიტური ველი – პლანეტის ეფექტური დამცველი

 მზის ქარისგან პლანეტის საუკეთესო დამცველი მისივე მაგნიტური ველია.

 მეცნიერებმა გადაწყვიტეს შეედარებინათ, თუ როგორ მოქმედებს მზის ქარი დედამიწისა და მარსის ზედაპირებზე. ჩატარებული კვლევების მერე, აღმოჩნდა, რომ დედამიწის მაგნიტური ველი თავისებური დამცავი ფარია, რომელიც პლანეტის ატმოსფეროს ჟანგბადის(1) დანაკარგისგან იცავს, მზიური ქარიშხლების შეტევის დროს.

 გამოსახულებაზე ნაჩვენებია, როგორ ვრცელდებიან მზიური ნაკადები კოსმოსურ სივრცეში, ურთიერთქმედებენ რა დედამიწაზე და მარსზე. 2008 წელს მომხდარი ასეთი პლაზმური შეტევის დროს მიღებული მონაცემების შედარების მერე მეცნიერებმა დაასკვნეს, რომ მარსის მაგნიტური ველისგან შიშველი მარსის ზედაპირი 10-ჯერ მეტ ჟანგბადს კარგავს, ვიდრე დედამიწა.

 მაგნიტურ დაცვაში ასეთი დიდი განსხვავება, რამდენიმე მილიარდი წლის მერე, მარსისთვის დრამატული შედეგებით დამთავრდება.

 ეს ფაქტი მეცნიერებმა კომპიუტერული მოდელირებით შეამოწმეს. აღსანიშნავია, რომ ვენერასაც იგივე ბედი ელის, რადგან მასაც არ გააჩნია მაგნიტური ველი, თუმცა აქვს დედამიწაზე გაცილებით სქელი ატმოსფეო.

 ასტრონომების თქმით, სამივე პლანეტა, დედამიწის ჩათვლით, ატმოსფეროს ნაწილაკებს ყოველი მაგნიტური ქარიშხალის დროს კარგავს, თუმცა მიწაზე ამას გაცილებით მცირე ეფექტი ექნება, ვიდრე დანარჩნ ორზე(აქტიური მზე).

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.