შუქურა: ელვარე წყვილი

 ასტრონომული ობიექტი LRLL 54361 ყოველ 25,34 დღეში ერთხელ კაშკაშა სინათლით ინთება. ამ დროისათვის ის ცნობილთა შორის ყველაზე მძლავრი ასეთი ტიპის „შუქურაა“(HubbleSite).

მძაფრი ვარსკვლავური ქარები

 ევროპის კოსმოსურმა ობსერვატორია ”XMM-ნიუტონმა” გიგანტური ვარსკვლავის ინტენსიური ქარის დეტალური კვლევა დაასრულა. აღმოჩნდა, რომ ეს ნაწილაკური ნაკადი არაერთგვაროვანია, ის ასეულობით ათასი ფრაგმენტისაგან შედგება(ESA).

ბეტელგეიზეს გამოცანა

 ახლახანს ასტროფიზიკოსებმა, წითელ ზეგიგანტ ბეტელგეიზეზე დაკვირვების დროს, მის გარშემო რამდენიმე მტვროვანი რკალი აღმოაჩინეს. როგორც ჩანს, ეს ვარსკვლავის ევოლუციის სხვადასხვა ეტაპებზე გამოფრქვეული მატერიაა. გარდა ამისა, აღმოჩენილი იქნა წაგრძელებული სტრუქტურაც, რომლის ბუნება ჯერჯერობით გაურკვეველი რჩება.

ჩამორჩენილი ვარსკვლავები და სფერული გროვები

  ასტრონომებმა აღმოაჩინეს, რომ სფერული ვარსკვლავთგროვები შეიძლება განსხვავებული სიჩქარეებით ევოლუციონირებდნენ, ამ პროცესის დინამიკაზე ყველაზე უკეთესად მათში არსებული ვარსკვლავების განსაკუთრებული კლასი მოგვითხრობს, ლაპრაკია ჩამორჩენილ ვარსკვლავებზე(ESO).

ასტროფიზიკოსებმა პირველი ვარსკვლავების სინათლის დანახვა შეძლეს

 ასტროფიზიკოსებმა, რომლებიც კოსმოსურ გამა-ტელესკოპ ”ფერმი”-ს მიერ გადმოცემული მონაცემების კვლევაზე მუშაობენ, სამყაროს პირველი ვარსკვლავების სინათლე აღმოაჩინეს(Science; NASA).