რეიონიზაციის ეპოქის დროინდელი გალაქტიკები

 ასტრონომებმა, რომლებიც კოსმოსური ტელესკოპით „ჰაბლი“, მიღებულ მონაცემებზე მუშაობდნენ, ამ დროისათვის ცნობილთა შორის უძველესი შვიდი გალაქტიკა აღმოაჩინეს, რომელთა წარმოქმნის დაწყების დრო რეიონიზაციის დაწყების ეპოქას ეკუთვნის (ScienceNow; BBC News).

 გალაქტიკათა სინათლე, მათი ასაკის მატებასთან ერთად, სპექტრის წითელ ნაწილში ინაცვლებდა (დოპლერის ეფექტი), ამიტომ მათგან ყველაზე ხნიერის დასანახავად საჭიროა კამერა, რომელიც ინფრაწითელი დიაპაზონისადმია მგრძნობიარე.

 აღმოჩენა ყველაზე თანამედროვე მოწყობილობის საშუალებით მოხერხდა, რომელიც „ჰაბლზეა“ დაყენებული – ფართოკუთხიანი კამერა 3 (1). ასტრონავტებმა ის, 2009 წელს კოსმოსური ბორანიდან ღია კოსმოსში გასვლით დაამონტაჟეს.

 100 საათიანი დაყოვნებით მიღებულ გამოსახულებაზე, ასტრონომებმა შვიდი გალაქტიკა შეამჩნიეს, რომლებიც დიდი აფეთქებიდან 380-600 მილიონი წლის მერე ჩამოყალიბდნენ. ამ პერიოდს, რომელიც სამყაროს გაჩენიდან პირველი მილიარდი წლის მერე დასრულდა, მეცნიერები რეიონიზაციას უწოდებენ. ამ დროს დაიწყო ფორმირება პირველმა გალაქტიკებმა და ვარსკვლავებმა, „ბნელი საუკუნეების“ სამყარო მათი სინათლით აივსო.

 რეიონიზაციის ეპოქის ექსპერიმენტულ შესწავლას უდიდესი მნიშვნელობა აქვს იმის უკეთ გასაგებად, თუ როგორ მიიღო სამყარომ თანამედროვე სტრუქტურა. ეს საკმარისი მგრძნობელობის ინსტრუმენტების არ ქონის გამო დიდ სიძნელეებთანაა დაკავშირებული. ასტრონომები იმედოვნებენ, რომ სიტუაცია ამ მიმართულებით მაშინ შეიცვლება, როცა ორბიტაზე ჯეიმს ვების სახელობის ტელესკოპი გავა. ის იქნება აღჭურვილი მოწყობილობით, რომლითაც სამყაროს კიდევ უფრო ადრეულ ისტორიაში ჩახედვა იქნება შესაძლებელი, ვიდრე ამას ახლა „ჰაბლი“ ახერხებს.

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.