უძველესი ვარსკვლავი მზის მახლობლად

ასტრონომებმა ვარსკვლავ HD 140283-ის ასაკი რეკორდული სიზუსტით დაადგინეს, ის ცნობილთა შორის ყველზე ხნიერი აღმოჩნდა.

 აღმოჩენის შესახებ ამერიკის ასტრონომული საზოგადოების კონფერენციაზე პენსილვანიის უნივერსიტეტის თანამშრომელმა ჰოვარდ ბონდმა განაცხადა(მოკლედ NatureNews-ში).

 ასაკის დადგენა დედამიწიდან ვარსკვლავამდე მანძილის ზუსტად გაზომვით მოხერხდა. მეცნიერებმა დაკვირვებათა 11 სეანსიჰაბლისსაშუალებით ჩაატარეს და მანძილიც დააზუსტეს 186 სინათლის წელი. ამის მერე მათ ვარსკვლავის ელვარების ანალიზი ჩაატარეს და მისი გამოსხივების სიმძლვრე განსაზღვრეს. ასეთი ვარსკვლავების სიცოცხლის დამამთავრებელ ეტაპზე, როცა მათში ბირთვული საწვავი თავდება, ნათობა მათი ზუსტი ასაკის დადგენის საშუალებას იძევა. 13,2 მილიარდი წელი ± 700 წლის ცდომილებით, რითაც ამ ვარსკვლავის ასაკი სამყაროსას შეიძლება შევადაროთ(13,7 მილიარდი წელი).

 ასეთი რეკორდული ასაკის მიუხედავად, ვარსკვლავი მაინც არა პირველ, არამედ მეორე თაობას ეკუთვნის. საქმე იმაშია, რომ ის მცირე რაოდენობის, თუმცა შესამჩნევ მძიმე ელემენტებს შეიცავს, რომლებიც პირველი თაობის ვარსკვლავებში საერთოდ არ იყო(წყალბადი,ჰელიუმი,ლითიუმი).

 ასეთი ხნიერი მოერე თაობის ვარსკვლავის აღმოჩენა იმაზე მეტყველებს, რომ პირველი და მომდევნო თაობის ვარსკვლავების წარმოქმნას შორის არც თუ ისე დიდი დრო გავიდა, როგორც აქამდე ითვლებოდა.

 ახლახანს მეცნიერთა სხვა ჯგუფმა პირველი ვარსკვლავების შუქი ბლაზარების სპექტრში აღმოაჩინა.

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *