შუქურა: ელვარე წყვილი

 ობიექტი LRLL 54361 ყოველ 25,34 დღეში ერთხელ კაშკაშა სინათლით ინთება. ამ დროისათვის ის ცნობილთა შორის ყველაზე მძლავრი ასეთი ტიპის „შუქურაა“(HubbleSite).

 ობიექტი LRLL 54361, რომელიც კოსმოსურმა ობსერვატორია „სპიცერმა“ აღმოაჩინა, ვარსკვლავთწარმომქმნელი რეგიონის IC 348-ის ფარგლებში მდებარეობს, დედამიწიდან 950 სინათლის წლის მანძილზე. სავარაუდოდ, LRLL 54361 ორმაგ პროტოვარსკვლავს წარმოადგენს – გრავიტაციულად დაკავშირებულ „ტყუპ“ ვარსკვლავებს, რომელთა ასაკი რამდენიმე ასეულ ათას წელზე მეტი არ უნდა იყოს.ასტრონომები თვლიან, რომ ეს ვარსკვლავები ერთმანეთის გარშემო ძლიან წაგრძელებულ ორბიტებზე მძრაობენ. მიახლოებისას, შემომფარგლავი გაზურ-მტვროვანი ღრუბლიდან ნივთიერებათა შემდგომ პორციას მიიზიდავენ, რომელიც ერთ-ერთზე ან ორივეზე დაცემისას, ელვარე ანთებას იწვევს. მოვლენა ისეთი პერიოდულობით ხდება, როგორსაც იშვიათად თუ დააფიქსირებ სამყაროში. „შუქურას“ მდგომარეობაში LRLL 54361 ასტრონომული მასშტაბებით დიდ ხანს არ იქნება: ასეთი მდგომარეობა ვარსკვლავური სისტემის დაბადების ერთ-ერთი ეტაპია(ცეფეიდები – ასტრონომების კოსმოსური შუქურები; პულსარი PSR J2007+2722; კვაზარი).


httpv://www.youtube.com/watch?v=8jYx6xg0lD0
პერიოდულად გადაღებული ფოტოებით გაკეთებული ვიდეო.

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.