გასროლა დამიზნებით

 მონაცემებიდან გამომდინარე, რომლებიც ზონდებიდან „მზე დედამიწის ურთიერთქმედებათა ობსერვატორია“ და „მზისა და ჰელიოსფეროს ობსერვატორია“(SOHO) იქნა მიღებული, ნასას სპეციალისტებმა გამოთვალეს, რომ ამოფრქვეული მასის საწყისი სიჩქარე იყო 800 კმ/წმ, რაც ამდაგვარი მოვლენებისთვის სრულიად ნორმალურია. ასეთი სიჩქარეებით ამოფრქვეული მასები დედამიწის მაგნიტოსფეროზე შედარებით სუსტად ზემოქმედებენ. ყოველ შემთხვევაში, მას სერიოზული ზიანის მოყენება არ შეუძლია.

 აღსანიშნავია, რომ უკანასკნელი შვიდი დღის განმავლობაში ეს უკვე მეორე მსგავსი შემთხვევაა, დამიზნებული პირდაპირ დედამიწაზე. წინა 6 თებერვალს მოხდა.

 23 იანვარს კოსმოსურმა ობსერვატორია SDO-მ განსაკუთრებული ზომების „კორონალური ხვრელი“ გადაიღო – ადგილი მზიურ ატმოსფეროში, სადაც მაგნიტური ველის ძალწირები იხსნება და მზიური მასა კოსმოსში იფრქვევა. ამ რეგიონიდან კოლოსალური ენერგია გამონთავისუფლდა, თუმცა დედამიწაზე ეს სერიოზულად არ ასახულა.

 ამჟამად აქტიურობის 11 წლიანი ციკლის მაქსიმუმი დაიმზირება, ასე რომ მზიური ლაქების გაჩენა, მასების ამოფრქვევა, შესაბამისად, მაგნიტური ქარიშხლები, წლევანდელი წლის სრულიად რეგულარული მოვლენები იქნებიან, თუმცა მათ ვერც რიგითს უწოდებ.

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.