ასტროფიზიკოსებმა პირველი ვარსკვლავების სინათლის დანახვა შეძლეს

 დიდი აფეთქების რელიქტური ფონური გამოსხივებისგან განსხვავებით, პირველი ვარსკვლავების გამსოხივების აღმოჩენა ძალიან ძნელია – ის იგივე დიაპაზონის ფარგლებშია, რომელშიც თანამედროვე ვარსკვლავებისა და გალაქტიკების გამოსხივება.

ბლაზარები მწვანე წერტილებითაა აღნიშნული.

 მის დასანახავად მეცნიერებმა ნატიფი ხერხი გამოიყენეს – მათ ბლაზარების სპექტრში ამ გამსოხივების შთანთქმის ხაზები გამოიკვლიეს. ბლაზარი გალაქტიკური ცენტრის კომპაქტური, მძლავრი წყაროა გამსოხივებისა, რომელიც ზემასიური შავი ხვრელედან ამოტყორცნილ ჯეტს წარმოქდგენს. ბლაზარებს ძალიან მაღალი სიმძლავრის გამა-გამოსხივებისარმოქმნა შეუძლიათ.

 ავტროებმა ყურადღება იმაზე გაამახვილეს, რომ პირველი ვარსკვლავების წარმოქმნის დროს, ბლაზარების მიერ გამოსხივებულ გამა-კვანტებს მათ გამსოიხვებასთნ ურთიერთქმდება შეეძლოთ, რაც ნაწილაკების წყვილების გაჩენას გამოიწვევდა(ანიჰილაციის შებრუნებული პროცესი). წყვილთა გაჩენამ ბლაზარების სპექტრში მაღალი ენერგიების გამა-კვანტების რაოდენობის შემცირება უნდა გამოიწვიოს, რისი აღმოჩენაც ასტროფიზიკოსებმა ”ფერმის” დახმარებით შეძლეს.

 კოსმოსური ტელესკოპი ”ფერმი”(ან GLAST), ორბიტაზე 2008 წელს გაიყვანეს. მუშაობის რამდენიმე წლიანი პერიოდის განმავლობაში მან ცის ყველაზე უფრო საუკეთესო, გამა-გამოსხივებათა წყაროების რუკა შეადგინა. მომავლის კოსმოსური ტელესკოპი ”ჯეიმს უები” აღჭურვილი იქნება მოწყობილობებით, რომლებითაც სპექტრის წითელ ნაწილში გადანაცვლებულ პირველი ვარსკვლავების სინათლეს პირდაპირ დაინახავს.

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.