ჰერჯენროთერი იშლება, 2007 PA8-მ კი ახლოს ჩაგვიფრინა

 ამის შესახებ განცხადება ობსერვატორია Remanzacco-ს ასტრონომებმა გააკეთეს, რომლებიც ობიექტეზე დაკვირვებას ტელესკოპ Faulkes-ის საშუალებით ახდენდნენ. მოგვიანებით ეს მოვლენა კიტ-პიკისა და NOAO-ს ობსერვატორიებმაც დაადასტურეს. კომეტას ოთხი ნაწილი გამოეყო, ხოლო თავი კიდევ უფრო ელვარე გახდა. ამჟამად მისი დანახვა მხოლოდ დიდი ტელესკოპებითაა შესაძლებელი, ანდრომედასა და ხვლიკის თანავარსკვლავედებს შორის.

 ჰერჯენროთერის კომეტის ორბიტა კარგადაა შესწავლილი. მეცნიერთა თქმით, მისი ფრაგმენტები დედამიწისთვის არანაირ საფრთხეს არ წარმოადგენენ(Spaceref).

 ასტეროიდი 2007 PA8 პატარა ზომის ბნელი სხეულია, რომელიც დედამიწას 6 ნოემბერს 6,5 მილიონი კილომეტრის მანძილზე მოუახლოვდა, რაც 0,043 ასტრონომულ ერთეულს ან დედამიწიდან მთვარემდე 17-ჯერ მეტ მანძილს უტოლდება.

 რადარ Deep Space Network-ის ანტენის შესაძლებლობები, რომელიც უდაბნო მოჰავეში მდებარეობს(კალიფორნია), ყველაზე უფრო ბნელი სხეულების აღმოჩენის საშუალებას იძლევა. მიღებული მონაცემები ასტეროიდის დეტალური გამოსახულების მისაღებად იქნება გამოყენებული.

 ფოტოზე ასტეროიდის უსწორმასწორი კონტურების სხვა და ხვა პროექცია შეგვიძია ვნახოთ. გადაღება კოსმოსური ლოდის ნელ ბრუნვასთან ერთად ხდებოდა. გულმოდგინედ დათვალიერბის მერე მასზე ქედები და კრატერებიც შეიძლება შევამჩნიოთ.

 საერთაშორისო ასტრონომული კავშირის მცირე პლანეტების ცენტრი 2007 PA8-ს პოტენციურად საშიშ კლას მიაკუთვნებს, თუმცა მასთან შეჯახების საფრთხე ძალიან შორეულ მომავალში თუ დაგვემუქრება(მოკლედ რადიოტალღებისა და რადიოასტრონომიის შესახებ).

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.