მტვრის დისკო სუბგიგანტის გარშემო

 ასტრონომებმა, რომლებიც ”ჰერშელიდან” მიღებულ მონაცემებზე მუშაობენ სუბგიგანტი ვარსკვლავის გარშემო არსებული მტვროვანი დისკოს გამოსახულება გამოაქვეყნეს(ESA).

მათუსალას ვარსკვლავის შესახებ

 როგორები არიან სამყაროს ყველაზე ხნიერი ვარსკვლავები? მაგალითად, ცნობილი HD140283, რომელსაც მეცნიერები უძველესებს აკუთვნებენ. მისი ხანგრძლივი ვარსკვლავური სიცოცხლე ”ჰაბლმაც” დაადასტურა. სამყაროს უძველესი ვარსკვლავი ნაპოვნია: ახლა ასტროფიზიკოსები მის ვარსკვლავურ ბიოგრაფიას იკვლევენ…

ერთბაშად ორი

 მზის სისტემის მახლობლად ყავისფერი ჯუჯების წყვილი აღმოაჩინეს. როგორც გაირკვა, პირველად ისინი ჯერ კიდევ 1978 წელს გადაიღეს, თუმცა არავინ გადაწყვიტა გაერკვია, თუ რა იყო ეს(Slate/Bad Astronomy).

უცნაური HD190073

  ახალგაზრდა მასიური ვარსკვლავის მაგნიტურ ველში შემჩნეული რყევა მეცნიერებს საგონებელში აგდებს.

შუქურა: ელვარე წყვილი

 ასტრონომული ობიექტი LRLL 54361 ყოველ 25,34 დღეში ერთხელ კაშკაშა სინათლით ინთება. ამ დროისათვის ის ცნობილთა შორის ყველაზე მძლავრი ასეთი ტიპის „შუქურაა“(HubbleSite).