ასტრონომია 2013

 ასტრონომიის მოყვარულებს, პროფესიონალებსა და ყველას, ვისთვისაც სულერთი არ არის ვარსკვლავებიანი ცა, გილოცავთ დამდეგ ახალ 2014 წელს, გისურვებთ ნათელ ცას, წარმატებულ დაკვირვებებს, ახალ აღმოჩენებსა და სამყაროს შესახებ ახალი ცოდნის შეძენას! დედამიწის კიდევ ერთ შემოვლას მზის გარშემო ისეთივე საინტერესო ასტრონომიული მოვლენები მოეტანოს, როგორც გასულ, ისტორიას ჩაბარებულ 2013 წელს იყო!

 სამყარო, როგორც ყოველთვის, ისეთი არ არის, როგორიც ჩვენ დიდი ხნის განმავლობაში გვეგონა. თუ არა?

 თანამედროვე კოსმოლოგიის ერთ-ერთი საბაზისო იდეა სამყაროს ერთგვაროვნებას ეხება: ნებისმიერი დამკვირვებელი, ერთი და იგივე მომენტში, ადგილისა და მზერის მიმართულების მიუხედავად სამყაროს საშუალოდ ერთსა და იგივე სურათს ხედავს. სამყარო თითქოსდა ყველა მიმართულებით ერთგვაროვანი უნდა იყოს, თვლის მეცნიერული საზოგადოება, თან იმიტომაც, რომ არ არსებობენ ფიზიკური მიზეზები, რომლებიც ამ ერთგვაროვნებას დაარღვევდნენ.

 თუმცა, ორბიტალური ობსერვატორია ”პლანკი” ამას ვერ ამტკიცებს: სხვადასხვა ნახევარსფეროების მიმართულებით რელიქტური გამოსხივება არაერთგვაროვანი აღმოჩნდა, მის სპექტრში აშკარა ანომალური გადახრები დაიმზირება, ეს თითქოს კოსმოლოგიურ პრინციპს ეწინააღმდეგება. ადრინდელი თეორიების მიხედვით, ასეულობით მილიონი სინათლის წლის მასშტაბებზე ეს არაერთგვაროვნებანი უნდა გაქრნენ, რაც მართალი არ აღმოჩნდა. გარდა ამისა, მატერიის სიმკვრივეც სხვაგვარია(მათ შორის ბნელისაც), სამყაროს გაფართოების სიჩქარეც კი თითქოს, სხვა მონაცემთა წყაროებს ეკამათება(ყოვლისშემძლე ინფლაცია; რა აფეთქდა დიდ აფეთქებაში?).

 სამყარო შეიძლება არაერთგვაროვანი იყოს, მატერიით სავსე რეგიონებით, რომლებიც ერთმანეთისგნ უზარმაზარი სიცარიელეებით არიან გამოყოფილნი.

 როგორც ყოველთვის, გაკვირვებულ თეორეტიკოსთა ერთი კლანი ახსნის ძიებაშია, ხოლო მეორე, არანაკლებ შოკირებული, ”პლანკის” მონაცემებში უზუსტობებს ეძებს. ორივე მიდგომის მომხრეებმა, როგროც ხდება ხოლმე, თავიანთ ანგარიშზე გარკვეული წარმატებული წინადადებებიც ჩაიწერეს.

 პირველები თვლიან, რომ რელიქტური გამოსხივების პარამეტრების არაერთგვაროვნება იმით შეიძლება იყოს გამოწვეული, რომ ჩვენი სამყარო მართლაც ფრიდმან-ლემეტრის მეტრიკით აღიწერება, რომლის მიხედვითაც ის არა ”ბრტყელია” და ერთგვაროვანი, არამედ შვეიცარიულ ყველს ჰგავს, სადაც მატერიით გაჯერებული ადგილები დიდ სიაცარიელეებთან მეზობლობენ. სიცარიელეებში გრავიტაცია სუსტია, გაჯერებულ ადგილებში კი ძლიერი, ამიტომ ისინი სინათლეს ამახინჯებენ, სხივების ლინზირებას ახდენენ, რომლებიც ჩვენი მიმარულებით შორეული ობიექტებიდან მოდიან. სწორედ ეს უნდა იწვევდეს რელიქტური გამოსხივების დამზერილ არაერთგვაროვნებას.

 ოპონენტები ვალში არ რჩებიან და მიზეზს დიაპაზონში ეძებენ, რომელზეც ”პლანკის” დეტექტროები არასაკმარისად იყო კალიბრირებული. როგორც არ უნდა იყოს, ასეთი რამ წინა აპარატის – WMAP-ის, შემთხვევაშიც მოხდა, რომელმაც რელიქტურ ფონში ასევე დაინახა ანომალიები, ისინიც ტექნიკურ პრობლემებს მიაწერეს. ამის გამო თეორეტიკოსთა ნაწილი სკეპტიკურად არის განწყობილი და თვლის, რომ მიზეზები არა სარკის სიმრუდეში უნდა ვეძებოთ, არამედ იმ სამყაროში, რომელსაც ეს სარკე აირეკლავს(სამყაროს არაერთგვაროვნების ახსნა; “პლანკმა” WMAP-ის მიერ აღმოჩენილი ანომალია დაადასტურა; ”პლანკის” კოსმოლოგიური შედეგები; სამყარო უფრო ხნიერი აღმოჩნდა).

 გალაქტიკები და მათი გროვები: შორეულები, უძველესები, ნაყოფიერებით გამორჩეულნი

 არანაკლები უცნაურობები იქნა აღმოჩენილი შორეულსა და ახლო გალაქტიკებში. ტელესკოპით – ”სუზაკუ”(რენტგ. დიაპაზონი), პერსევსის თანავარსკვლავედში, რომელშიც ათასობით გალქტიკაა, მძიმე ელემენტი სახელად რკინა, უჩვეულოდ თანაბრად არის განაწილებული. ამის მაღალი სიზუსტით დასადგენად, უნიკალური პირობები იყო საჭირო: გროვა ძალიან ელვარეა რენტგენის დიაპაზონში, ამიტომ გამოჩნდა ის, რისი დანახვა სხვა გროვებში ვერ ხერხდებოდა. რკინა თქვენს სისხლში, ასევე მთელს სამყაროში ზეახალი ვარსკვლავების აფეთქებებით გაჩნდა. პერსევსის გროვაში დამზერილი სიმკვრივისთვის სულ 40 მილიარდი ასეთი აფეთქებაა საჭირო, თუმცა, ჩვეულებრივ ეს, ერთ გალაქტიკაში წელიწადში ერთხელ ხდება. ხოლო რკინის თანაბარი განაწილება იმაზე მიუთითებს, რომ ეს მილიარდობით აფეთქება გროვას ჩამოყალიბებამდე ადრე მოხდა – ანუ 10-დან 12 მილიარდი წლის წინათ.

zemasiuri ngc 3783_shi ზემასიური შავი ხვრელი გალაქტიკა NGC 3783-ის ცენტრში უფრო მეტ მატერიას იშორებს, ვიდრე შთანთქავს. შეიძლება ეს, შავი ხვრელების საერთო თვისება იყოს?

 ადრეული გალაქტიკების ფორმირების სიჩქარისა და მათში მძიმე ელმენტების დაგროვების შესახებ არსებულ წარმოდგენებს ეს ყველაფერი ვერანაირად ვერ ეთანხმება. თუ ასტრონომთა დასკვნები მართებულია, გამოდის, რომ დედამიწის ტიპის პლანეტების შექმნისათვის საჭირო ელემენტები ადრეულ სამყაროში უკვე არსებობდნენ, რაც ისევ და ისევ, თანამედროვე წარმოდგენებთან წინააღმდეგობაში მოდის(სამყაროს პირველი ელემენტები: წყალბადი, ჰელიუმი, ლითიუმი).

 გამოცანის ნაწილობრივ ამოხსნას სხვა აღმოჩენა გვთავაზობს – გალაქტიკა z8_GND_5296, მეგააქსელერატი(მეგასწრაფი), ერთის მხრივ, უძველესია დღეისათვის ცნობილთა შორის(ისეთს ვხედავთ, როგორიც 13,1 მლრდ. წლის წინათ იყო), მეორეს მხრივ, ყველაზე უფრო ნაყოფიერი მსგავსი მასის გალაქტიკებს შორის. არის რა ირმის ნახტომზე ათასჯერ მსუბუქი, 150-ჯერ მეტი ინტენსიურობით ქმნის ვარსკვლვებს! რომლებიც მძიმე ელმენტებით უკვე გამდიდრებულნი არიან(გაიხსენეთ პერსევსის გროვა), რაც უკიდურესად უჩვეულოა ობიექტისათვის, რომელიც სამყაროს გაჩენიდან 700 მილიონი წლის მერე წარმოიქმნა. ვარსკვლავთწარმომქმნელი პროცესების ასეთი სიჩქარით, z8_GND_5296 სულ რაღაც 3 მილიონი წლის განმავლობაში გაჩნდებოდა, რაც ასეთი მსხვილი წარმონაქმნისთვის სრულიად არანორმალურია.

 თითქოს საკმარისი არ იყოს, გერმანელმა ასტრონომებმა რეკორდულად შოერული გრავიტაციული ლინზა აღმოაჩინეს. ლინზა 9,4 მილიარდი სინათლის წლის მანძილზე მდებარე ობიექტის შუქს აძლიერებს. ლინზას როლში კომპაქტური გალაქტიკა გამოდის, რომელიც ასეთივე შოერულს ადიდებს, ანუ, ასეთ შორეულ წარსულში იმდენად ხშირად გვხვდებოდნენ გალაქტიკები, რომ სამყარო გადავსებული უნდა ყოფილიყო ამ ობიექტებით.

 ამ ყველაფრის ასახსნელად, უნდა ვაღიაროთ, რომ ჩვენს დაკვირვებებში ან რაღაც სისტემური შეცდომები შემოიპარნენ, ან დროთა დასაწყისის პერიოდის გალაქტიკების ზესწრაფი ზრდის ახალი თეორია უნდა შევიმუშაოთ

 ყოველთვის ყველაფერი არც თანამედროვე გალაქტიკებში არის გასაგები: გალაქტიკა M60-UCD1, დედამიწიდან 54 მილიონი სინათლის წლის მანძილზე, 200 მილიონი მზის მასით 80 სინათლის წლის დიამეტრი აქვს. ირმის ნახტომზე ძალიან პატარაა, თუმცა ვარსკვლავები 15 ათასჯერ მეტად ახლოს არიან ერთმანეთთან, ვიდრე მზის მახლობლად. ამავე დროს მისი ცენტრალური ზემასიური შავი ხვრელი ჩვენი გალაქტიკის ანალოგზე 2,5-ჯერ მასიურია. ასტრონომთა აზრით, ეს გალქტიკა ერთ დროს გიგანტური გალაქტიკის ნარჩენია, რომელმაც თავისი ნაწილები სხვა გალქტიკებთან გრავიტაციული ზემოქმედებისას დაკარგა, ხოლო ზემასიურმა ხვრელმა დარჩენილი ვარსკვლავები კომპაქტურ სივრცეში მოათავსა(10 ფაქტი შავი ხვრელების შესახებ).

 არის თუ არა ვინმე ზემოთ ხსენებულ გაქტიკაში არავინ იცის, თუმცა რაც ნამდვილად ვიცით ისაა, რომ ჩვენი გალქტიკის ცენტრალური რეგიონები სიცოცხლის ჩასახვისათვის არ გამოდგებიან. იქაური ვარსკვლავთშორისი გარემო ტრილიონჯერ გადაჯერებულია გამოსხივებით, ზეახალთა იშვიათი აფეთქებების გარეშეც, გალაქტიკის ცენტრალური 500 პარსეკი უკიდურესად აგრესიულ გარემოს წარმოადგენს. M60-UCD1-ის შემთხვევაში სულ რაღაც რამდენიმე კატაკლიზმს მთელი გალაქტიკის სტერილიზაცია შეუძლია(კარგად იცნობთ ჩვენს გალაქტიკას?).

 შავი ხვრელები: შუქურა, ზოოპარკი და გალაქტიკათშორისი მოგზაურობა

 ბოლო დროს, შავი ხვრელების შესახებ სიახლეების გამორჩევა სიახლეებისაგნ თვით გალქტიკებზე, შეუძლებელი ხდება: ცნობილ შავ ხვრელთა უმრავლესობა ზემასიურია, ისინი გალქტიკის ცენტრებში მდებარეობენ და მთელი გალაქტიკის ევოლუციაზე ზემოქმედებენ. ხვრელების შესახებ იმდენად ბევრი გავიგეთ, რომ არ შეიძლება ცალკე არ დავუთმოთ მათ ყურადღება.

blazari pks 142+240 ბლაზარი(კვაზარი) PKS 1424+240: ან რაღაცას ვერ ვგებულობთ არაგალარტიკურ ფონურ გამოსხივებაში, ან თვითონ ბლაზარებში.

 ჯერ დედამიწასთან ახლოს მიმდინარე მოვლენებზე ვისაუბროთ. როგორც აღმოჩნდა, Homo(თავის ქალა დმანისიდან Homo-ს სახეობების არსებობას ეჭვქვეშ აყენებს)-ს სახეობათა წარმომადგენლებმა გაცილები ეფექტური ნათება ნახეს, ვიდრე ჩვენმა, განათებულ ქალაქებში მცხოვრებმა თანამედროვეებმა. მშვილდოსნის А*-მ, ზემასიური ხვრელი რამდენიმე მილიონი მზი მასით, 2 მილიონი წლის წინათ მატერიის დიდი რაოდენობა გადაყლაპა, რამაც ორი მძლავრი ჭავლის გაჩენა გამოიწვია, ე.წ. რელატივისტური ჯეტების, რომლებიც გალქტიკური დისკოს ორივე მხრიდან, საწინააღმდეგო მიმართულებებით გაიტყორცნებიან(ჩვენი გალაქტიკის ჯეტები რენტგენის დიაპაზონში). ამას ვერასოდეს გავიგებდით, რომ არა მეზობელი ჯუჯა გალაქტიკებიდან(მაგელანის ღრუბლები) ამოფრქვეული ერთსახელა ნაკადი, რომელიც მშვილდოსნის А*-ს ულტრაიისფერმა გამოსხივებამ გაანათა, თან ისე, რომ ამ მოვლენის კვალი ახლაც არ არის ბოლომდე გამქრალი. საინტერესოა, ნადირობდნენ თუ არა Homo erectus-ები ღამით? ასტრონომთა აზრით, ეს ნათება სავსე მთვარის ნათებაზე ნაკლები არ იქნებოდა, იმ განსხვავებით, რომ ეს, წელიწადში 365 დღის განმავლობაში გრძელდებოდა.

 ზემოთ ხსენებულის ადგილობრივი მნიშვნელობის მიუხედავად, ყველაზე საინტერესო ამბები შავი ხვრელების შესახებ, მათი გაცილებით შორეული ლოკაციებიდან მოვიდნენ. რეგისტრირებული იქნა შუქი ბლაზარისგან(PKS 1424+240), რომელიც დედამიწიდან 7,4 მლრდ. სინათლის წლის მანძილზე მდებარეობს. სიახლე ნამდვილად შთამბეჭდავია, რადგან გამა-სხივები არაგალქტიკური ობიექტების გამოსხივების ფოტონებზე(აფგ) ზემოქმედებენ. გამა-გამოსიხვების ფოტონისა და აფგ-ს ფოტონის შეჯახებისას ისინი ანიჰილირებენ და ელექტრონსა და მის ანტინაწილაკს აჩენენ(მატერია-ანტიმატერია განსხვავება მსგავსება). რაც უფრო მეტს მოგზაურობს გამა-ფოტონი, მით მეტია მისი ანიჰილაციის შანსი, ანუ გამა-სხივები 3-4 მილიარდი სინ. წლის იქეთ მდებარე ბლაზარიდან ჩვენამდე ვერ უნდა აღწევდეს. აქ კი გაცილებით მეტ მანძილზეა საუბარი. გამოდის, რომ ჩვენი წარმოდგენები გამა-კვანტებისა და აფგ-ს კვანტების შეჯახების შესახებ გადასახედია, ან ბლაზარი PKS 1424+240 ასხივებს სხვანაირად.

 და ბოლოს, თვით წარმოდგენაც შავი ხვრელების შესახებ საკმაოდ დაზარალდა, რომლებსაც ჩვენ საკუთარი მასების, გარემო მატერიის შთანთქმით შემავსებელ მონსტრებად ვთვლიდით. გალქტიკა NGC 3783-ის ცენტრალური ხვრელი მის აკრეციულ დისკოში, საიდანაც ”იკვებება”, მოხვედრილზე გაცილებით მეტ მატერიას განიზიდავს. როგორც ჩანს, აკრეციულ დისკოში წარმოუდგენელი სიჩქარეებით მოძრავი მატერიის გაცხელება, შემომფარგლავ გაზურ-მტვროვან ღრუბელს უფრო მეტად აცხელებს, ვიდრე აქამდე ითვლებოდა, რითაც მას, ზემასიური ხვრელის გარემოდან კოსმოსში გატყოცნის. შესაბამისად, ხვრელის მიერ მასის ძალიან სწრაფი დაგროვება ასეთ პირობებში ვერ მოხერხდება, მხოლოდ ორი ხვრელის ერთმანეთთან სიახლოვის დროს.

 ეს ყველაფერი არაა: პირველად მოხერხდა ერთბაშად ორი აქტიური შავი ხვრელის(ე.წ. შუალედური მასებით) მქონე გალაქტიკის აღმოჩენა. მეზობელ ანდრომედაში ვარსკვლავური მასების ათეულობით შავი ხვრელია აღმოჩენილი, ხოლო ირმის ნახტომში ყველაზე უფრო ახალგაზრდა შავი ხვრელი(ანდრომედას ზემასიური შავი ხვრელი).

 ზეელვარე და ზემკრთალი

 ზეელვარე ზეახლები ასტრონომებს ისეთი ანთებების დემონსტრირებას უხდენდნენ, რომ ისინი ყველას ახლოს მდებარე ობიექტები ეგონათ. წითელმა წანაცვლებამ კი აჩვენა, რომ ისინი მილიარდობით სინ. წლის მანძილის დისტანციაზე არიან. SNLS-06D4eu-ს დეტალური კვლევით, რომელიც ერთ-ერთი ზეელვარე ზეახალია, დადგინდა, რომ ერთ დროს მის ადგილზე ზემასიური ვარსკვლავი იყო, რომელმაც გარე ფენების მოცილებით ძალიან სწრაფად დაიწყო ბრუნვა. ამის გამო მისი ზეახლად გადაქცევა გვიანდებოდა. დროთა განმავლობაში ამ ვარსკვლავმა-ბზრიალამ ბრუნვას მოუკლო და კოლაფსირდა(ზეახლად აფეთქდა), მისი მაგნიტური ველის უზარმაზარი ენერგია კი მომენტალურდ გამოსხივდა, რითაც უკიდურესად კაშკაშა ანთება გამოიწვია(ზეელვარე ზეახლები: მაგნეტარის ჩანასახი).

 სიურპრიზების გარეშე არც ობიექტებმა დაგვტოვეს, რომლებიც ფაქტიურად, ვარსკვლავები არც არიან. საუბარია ყავისფერ ჯუჯებზე, რომელთა მასები გიგანტური პლანეტებისაზე მეტია და წითელი ჯუჯებისაზე ნაკლები. როგორც 2013 წელმა გვიჩვენა, შეცდომაა მათი იშვიათ ობიექტებად ჩათვლა. ისინი არა ვარსკვლავების მსგავსად ფორმირდებიან, არამედ პლანეტების მსგავსად – სისტემაში ვარსკვლავის ფორმირების მერე(ან მის გარეშე), არა მასთან ერთად. ამის გამო ყავისფერი ჯუჯები ვარსკვლავთა იშვიათი მეზობლები არიან, მათგან ძალიან შორს მდებარეობენ, ან სულაც მოხეტიალე პლანეტებივით მარტოობაში მოგზაურობენ(მოხეტიალე პლანეტა მზის სისტემასთან ახლოს).

 თითქოსდა ამ იდეის დამტკიცება უნდოდათო, გასულ წელიწადში ყავისფრ ჯუჯათა წყვილი იქნა აღმოჩენილი, მზიდან სულ რაღაც 6,6 სინათლის წლის მანძილზე(დაშორებით მესამე ჩვენი მნათობიდან).

 WISE 1049-5319, იგივე ”ლაჰმან-16”(მისი აღმომჩენი ასტრონომის გვარი), ამ ყავისფერი ჯუჯას გარშემო პლანეტა ბრუნავს, ანუ პლანეტები ყავისფერ ჯუჯებთან ”ნორმალური” ვარსკვლავების მონაწილეობის გარეშეც ფორმირდებიან, პლანეტარული სისტემების წარმოქმნით ჩვენთვის ჩვეული მნათობების გარეშე.

 პლანეტარული სისტემები: სიმრავლის მრავალფეროვნება

 ამ წელიწადში პლანეტარულ სისტემებთან დაკავშირებით ყველაფერი კარგად იყო. აღნიშვნის ღირსია სუპერიუპიტერი HD 106906 b, თავისი ვარსკვლავიდან 650 ასტრონომიული ერთეულის მანძილზე(1 ა.ე. = 150 000 000 მლნ.კმ. მანძილი დედამიწა-მზე)! ეს ზეეკზოტიური სისტემა, ჩვენიდან 300 სინათლის წლის მოშორებით, მზის სისტემაზე 20-ჯერ ”ტევადია”(ყველაზე უცნაური ეკზოპლანეტები).

 პირიქითაც ხდება. KOI-351, მაგალითად, მზის სისტემაზე 20-ჯერ კომპაქტურია: იქაური 7 ეკზოპლანეტა თავსდება სივრცეში, რომელიც მზიდან დედამიწამდე მანძილზე მცირეა!(KOI-500)

 შთამბეჭდავია ზოგიერთი ეკზოპლანეტების ფიზიკური თვისებებიც. ასტრონომებმა ორი, დედამიწაზე 6-7ჯერ მძიმე პლანეტა აღმოაჩინეს, კეპლერ-87-ის ზომა ნეპტუნსა და სატურნს შორისაა, რაც მასა და მით უმეტეს KOI-152 d-ს ყველაზე დაბალი სიმკვრივეების(როგორც ”პენოპლასტის”) პლანეტებად აქცევს. როგორ მოხდა, რომ ცივი ტემპერატურის მქონე ატმოსფეროიანი პლანეტები ასე გაფუვდნენ? აღმოჩენის ავტორთა ვარაუდით, ამ სისტემების ხვა პლანეტებმა მათ არასაკმარისი გაზი დაუტოვეს, რამაც ასეთი უცნაური ”სუპერდედამიწების” წარმოქმნა გამოიწვია, ოღონდ გაზური გიგანტების ზომებით.

 კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ფაქტი: როგორც ყავისფერი ჯუჯები, ჩვეულებრივ პლანეტებსაც შეუძლიათ უვარსკვლავებოდ ფორმირება – გაზურ-მტვროვანი ღრუბლის პირდაპირი შეკუმშვით. შესაბამისად, მათი დიდი უმრავლესობა ”ფარას” კიარ ჩამორჩა, არამედ თავიდანვე ეულად ჩაისახნენ და მათი რაოდენობა იმაზე გაცილებით მეტი შეიძლება იყოს, ვიდრე გვგონია. ზოგიერთი შეფასებების მიხედვით ჩვენს გალქტიკაში მოხეტიალეების რაოდენობა 200 მილიარდია, ანუ იმდენივე, რამდენიც ვარსკვლავია.

 უკვე ცნობილი პლანეტარული სისტემების ორბიტებითა და პარამეტრებით თუ ვიმსჯელებთ, მით უმეტეს, რომ ჩვენთვის ათასამდე ასეთია ცნობილი, მათი რაოდენობა კი მილიარდობით შეიძლება იყოს, კიდევ უფრო მეტ უცნაურობებს უნდა ველოდოთ.

 ღიად რჩება სიცოცხლისათვის თავსებადობის საკითხი, გასული წლის განმავლობაში ამაზე რაიმე განსაკუთრებული მინიშნება არ ყოფილა. ერთად-ერი, რაც ნამდვილად გაირკვა ისაა, რომ წითელ ჯუჯებთან მდებარე პლანეტები მაგნიტური ველის არქონის შემთხვევაშიც სიცოცხლისათვის თავსებადი შეიძლება აღმოჩნდნენ, რადგან ეს ველი პლანეტაზე ”მცხოვრებთათვის” კოსმოსური რადიაციისაგან მთავარი დამცავი არ არის, მთავარ როლს აქ ატმოსფერო თამაშობს, უფრო ზუსტად – მისი სისქე, ამიტომ არც დედამიწაზე მომხდარა შორეულ წარსულში ველის შესუსტებით გამოწვეული მასიური გადაშენებები(რადიაციისგან არა მარტო მაგნიტური ველი გვიცავს).

 რაც შეეხება კონკრეტულ ციფრებს: დედამიწისმაგვარი ეკზოპლანეტის აღმოჩენას, სიცოცხლისათვის თავსებად ზონაში, 12 სინათლის წლის ფარგლებში გვპირდებიან. ასტრონომები ახლაც კამათობენ: ოცი, ორმოცი მილიარდი თუ მეტი პლანეტაა ჩვენს გალაქტიკაში. ხოლო ზოგიერთები ისევ კითხულობენ: სად არიან ამ პლანეტების მცხოვრებნი, კოსმოსში მათი კვლების არ არსებობა იმაზე ხომ არ მეტყველებს, რომ არის ფაქტორთა ჯგუფები, რომლებიც ადრე თუ გვიან ნებისმიერ მოაზროვნე ცივილიზაციას ანადგურებენ?( გალაქტიკათშორისი ფრენები ფერმის პარადოქსს კიდევ უფრო ართულებენ).

2 comments

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.