“მარს-ექსპრესმა” ფობოსის გრავიტაცია გაზომა

 ევროპის კოსმოსური სააგენტოს სპეციალისტებმა ნასელ კოლეგებთან ერთად ”მარს-ექსპრესიდან” მოსულ სიგნალში დოპლერისეული წანაცვლება აღმოაჩინეს, როცა აპარატი მარსის თანამგზავრ ფობოსთან ახლოს მოძრაობდა. ამ წანაცვლების ანალიზით თანამგზავრზე გრავიტაციის გადანაწილების დადგენა არის შესაძლებელი(ESA).

 სპეციალისტთა თქმით, ”მცირე” დოპლერისეული წანაცვლება ფობოსის მიზიდულობით ”მარს-ექსპრესის” აჩქარებაში გამოიხატება. ამ აჩქარების ზუსტი დინამიკის შესწავლას მეცნიერები ჯერ ახლა იწყებენ. აპარატზე თვალთვალი 35 საათის განმავლობაში მიმდინარეობდა.

 მანევრის დროს ”მარს-ექსპრესი” ფობოსის ზედაპირს 45 კილომეტრით იყო დაშორებული. რადიოსიგნალის მირება 70 მეტრიანი რადიოტელესკოპის საშუალებით ხდებოდა, რომელიც მადრიდთან ახლოს მდებარეობს. კიდევ ორ ასეთ ტელესკოპთან ერთად, ისინი შორეულ კოსმოსთან კავშირის სისტემას ქმნიან.

 ფობოსის გრავიტაციის ანალიზს, მეცნიერთა თქმით, უდიდესი მნიშვნელობა აქვს მისი წარმომავლობის დადგენის საქმეში. ერთი ჰიპოთეზის მიხედვით, ფობოსი, როგორც მარსის მეორე თნამგზავრიც, დეიმოსი, ადრე შეიძლება ასტეროიდები იყვნენ, რომლებიც წითელმა პლანეტამ გამოიჭირა. სხვა თეორიის მიხედვით, ახლანდელ ორბიტაზე ისინი მარსისა და რომელიღაც დიდი ობიექტის შეჯახების შედეგად გაიტყორცნენ. თეორიები ამ თანამგზავრთა განსხვავებულ სიმკვრივეებს წინასწარმეტყველებენ. ფობოსის შესახებ ზუსტი მონაცემების დადგენა არშემდგარი მისიის – ”ფობოს-გრუნტი”-ის მთავარი ამოცანა იყო.

 ”მარს-ექსპრესი”(მარსის მზვერავები) კოსმოდრომ ბაიკონურიდან 2003 წელს გაუშვეს. აპარატმა მარსს იმავე წლის ბოლოს მიაღწია. მისიის შემადგენლობაში დასაშვები აპარატი ”ბიგლი-2”-იც შედიოდა, თუმცა განცალკევებისა და მარსისკენ დაშვების მერე, ზონდი კავშირზე არ გამოვიდა.


ასე გამოიყურება ფობოსი და დეიმოსი მარსიდან.

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.