სიახლე ზეელვარე ზეახლების შესახებ

 ასტრონომები თვლიან, რომ როგორც იქნა, ძალიან ელვარე ზეახლების გამოცანა ამოხსნეს, რომლებიც თავიანთი არსებობით მეცნიერულ სამყაროს უხერხულ მდგომარეობაში აყენებდა(news.ucsb.edu).

 2006-7 წლებში უჩვეულოდ ელვარე ორი ზეახალი იქნა აღმოჩენილი, რომლებიც იქ მდებარეობენ, სადაც არ უნდა იყვნენ. იდეაში, ასეთ მოვლენებს ერთნაირი საფუძველი გააჩნიათ, მასიური ვარსკვლავის შავ ხვრელად ან ნეიტრონულ ვარსკვლავად გადაქცევა, ხოლო ამ დროს გამოყოფილი ენერგიაც ტიპიური უნდა იყოს. სწორედ ამიტომ იყენებენ ზოგიერთი ტიპის ზეახლებს ე.წ. ”სტანდარტულ სანთლებად” შორეულ ობიექტებამდე მანძილების დადგენისას: თუ ანთების ადგილებზე მათი ელვარება ერთნაირია, მაშინ მათი საშუალებით იმ რეგიონებამდე შეიძლება მანძილის დაზუსტება, რომლებშიც ისინი მდებარეობენ.

zeelvare zeaxali galaqtikit 1ზეახალი SNLS-06D4eu და გალაქტიკა, რომელშიც ზეახალი აფეთქდა, ისრით არის ნაჩვენები. ორივე იბიექტი იმდენად შორსაა, რომ გამოსახულებაზე მათი სინათლე ერთმანეთს შეერწყა. დიდი ელვარე ვარსკვლავები ცის იგივე სექტორში ჩვენს გალაქტიკას ეკუთვნიან, სუსტები – შორეული გალაქტიკები არიან.

 SNLS-06D4eu-ს მსგავს ობიექტებთან ასეთი მიდგომა არ გამოგვადგება. ყველაფერი იმაზე მიუთითებს, რომ მათგან წამოსულ სინათლეს ჩვენამდე მოსაღწევად 10 მილიარდი წელი დასჭირდა(ანუ მაშინ გამოსხივდა, როცა ჩვენი გალაქტიკა არც არსებობდა), მაშინ, როცა მაღალი ელვარება მათ სიახლოვეზე მეტყველებდა.

 ენდრიუ ჰაუელი(აღმოჩენის წამყვანი ავტორი) და მისი ჯგუფი ლას-კუმბრესის ობსერვატორიიდან, იგივენაირად ცდილობენ ზეელვარე ზეახლების წარმომალობის ახსნას, როგორც სხვა მეცნიერების მიერ ადრე ჩატარებული კვლევები, ოღონდ უფრო დეტალურად – ასეთი მნათობები, ხაზგასმით აღნიშნავენ ასტრონომები, ჩვეულებრივ, წყალბდით ღარიბი ვარსკვლავები არიან, თუმცა ნახშიბადისა და ჟანგბადის საკმაოდ დიდი რაოდენობა გააჩნიათ, რომლებიც მათში მიმდინარე თერმობირთვული რეაქციებით წარმოიქმნენ. წარმოდგენილი ჰიპოთეზის მიხედვით, თავიდან ეს ვარსკვლავები უფრო მეტად დიდები და მასიურები იყვნენ, თუმცა აფეთქებამდე დიდი ხნით ადრე გარე ფენები მოიცილეს, გაშიშვლებული ბირთვის დატოვებით.

 გიგანტისგან დარჩნილი ბირთვი სწრაფად ბრუნავდა, ხოლო კოლაფსის მერე კიდევ უფრო სწრაფად მბრუნავ ნეიტრონულ ვარსკვლავად გადაიქცა უძლიერესი მაგნიტური ველით -(დედამიწისაზე ასეულობით ტრილიონჯერ მეტი) ანუ მაგნეტარად(კოსმოსის ყველაზე ძლიერი მაგნიტები). ასეთი ტრანსფორმაციისას ექს-ბირთვის ბრუნვის უზარამზარი ენერგია, რომლის მასა მზისას უტოლდება და წამში 500 ბრუნს აკეთებს, უმოკლეს დროში გამონთავისუფლდა.

zeelvare zeaxali galaqtikit primitiulebshi 2მძიმე ელემენტებით ღარიბ პრიმიტიულ გალქტიკებში, ზეელვარე ზეახლების ანთება უფრო ხშირად ხდებოდა, ვიდრე ახლა.

 მსგავსი მოვლენები, მკვლევართა მიერ შემუშავებილი მოდელის მიხედვით, იშვიათად ხდება – 10 000 ჩვეულებრივი ზეახლიდან მხოლოდ ერთია ზეელვარე, მაღალი ალბათობით, პრიმიტიულ, წყალბადისა და ჰელიუმისგან შემდგარ გალაქტიკებში, ანუ ადრეული სამყაროს ეპოქაში(ზეელვარე ზეახლები: მაგნეტარის ჩანასახი; სამყაროს პირველი ელემენტები: წყალბადი, ჰელიუმი, ლითიუმი; ზეელვარე ზეახლები).

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *