ყველაზე კომპაქტური სისტემა და უახლოესი ვარსკვლავის პლანეტა

 კიდევ ერთი საინტერესო აღმოჩენა გააკეთა ორბიტაზე მომუშავე კეპლერის სახელობის ტელესკოპმა, რომელიც ეკზოპლანეტების ძებნაზეა სპეციალიზირებული(ScienceNOW).

 ვარსკვლავ KOI-500-თან, დედამიწიდან 1100 სინათლის წლის მანძილზე, აღმოჩნდა პლანეტარული სისტემა, თან ყველაზე უფრო მჭიდროდ ”შეფუთული”, ვიდრე აქამდე ცნობილი პლანეტარული სისტემებია.

 თვითონ ვარსკვლავი, მასით თითქმის მზის ტოლია, ხოლო დიამეტრით მასზე მეოთხედით მცირე. ის ახალგაზრდაცაა, დაახლოებით მილიარდი წელი და ქნარის თანავარსკვლავედის მიმართულებით მდებარეობს. ვარსკვლავი, კეპლერისთვის საინტერესო ობიექტების სიაში ადრე მოხვდა, რადგან ტელესკოპმა მისი ნათობის პერიოდული ცვლიელბები დააფიქსირა, რაც მის წინ პლანეტების გავლას შეიძლება უკავშირდებოდეს(როგორ ეძებდნენ ეკზოპლანეტებს).

 ახლა უკვე აშკარაა, რომ ეჭვები უსაფუძვლო არ იყო. დამტკიცდა, რომ KOI-500-ს ხუთი პლანეტა გააჩნია, მათგან ვარსკვლავიდან ყველაზე უფრო შორს მდებარე, მერკურის ორბიტის ფარგლებში მოძრაობს – ან დედამიწის ორბიტის 1/12! არ არის გასაკვირი, რომ ერთი წელი ამ პლანეტებზე ძალიან ციტა ხანს გრძელდება – 1;3,1;4,6;7,1 და 9,5 დედამიწისეული დღე(შედარებისთვის მერკურის წელიწადის ხანგრძლივობა 88 დღეს უტოლდება).  არც ზომები აქვთ დიდი, 1,3-დან 2,6 დედამიწის რადიუსი. ვარსკვლავთან სიახლოვის გამო მათი ზედაპირები გადაცხელებული იქნება.

 ევროპის კოსმოსური სააგენტოს ასტრონომებმა ეკზოპლანეტა აღმოაჩინეს, რომლის მასა პრაქტიკულად დედამიწისას უტოლდება.

ეს პლანეტა, მზესთან უახლოესი ვარსკვლავური სისტემის, კენტავრის ალფას ორბიტაზე მოძრაობს. თან, აღმოჩენილი ეკზოპლანეტა იმითაცაა საინტერესო, რომ ცნობილთა შორის ყველაზე უფრო მსუბუქია, ხოლო მისი ვარსკვლავი ძალიან ჰგავს ჩვენს მზეს.

 არაჩვეულებრივი პლანეტა ინსტრუმენტ HARPS-ის საშუალებით აღმოაჩინეს. ეს ზეზუსტი სპექტროგრაფი ჩილეს ლა-სილას 3,6 მეტრიან ტელესკოპზე 2002 წელს დაამონტაჟეს.

 კენტავრის ალფა – სამხრეთ ნახევარსფეროს ერთ-ერთი ელვარე ვარსკვლავი, რომლამდე მანძილი სულ რაღაც 4,3 სინათლის წელია, ჩვენი ცენტრალური მნათობის უახლოესი ვარსკვლავური სისტემა.

 სისტემა სამი ვარსკვლავისგან შედგება. ორი მზისმაგვარი ვარსკვლავი კენტავრის ალფას А და კენტავრის ალფას B, ასევე მათგან შორს მყოფი წითელი ჯუჯა კენტავრის პროქსიმა(ეს უკანასკნელი დანარჩენებზე ახლოსაა მზესთან).

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.