უცნაური გალაქტიკა

 ეს გალქტიკა(NGC 660) თევზების თანავარსკვლავედის მიმართულებით მდებარეობს, დედამიწიდან 20 მილიონი სინათლის წლის მანძილზე. მისი დიამეტრი დაახლოებით 40 000 სინათლის წელია.

 სპირალური გალაქტიკა NGC 660-ის განსაკუთრებულობა მის პოლარულ რგოლშია. ასეთი იშვიათი ტიპის გალაქტიკებში გაზისა და მტვრისგან შემდგარი გარე რგოლი გალაქტიკის პოლუსების თავზე ბრუნავს.

 მეცნიერები ვარაუდობენ, რომ პოლარული რგოლი ორი გალაქტიკის გრავიტაციული ურთიერთქმედების(1, 2, 3, 4) შედეგად წარმოიქმნება. ერთ-ერთი ჰიპოთეზის თანახმად, პოლარული რგოლი შედგება ნივთიერებისგან, რომელიც ახლოს მოძრავმა მეორე გალქტიკამ ამოქაჩა. მეორე ვარიანტის მიხედვით, ერთი გალქტიკა დიდი მეზობლის დისკოს ბრუნვის სიბრტყეში ორთოგონალურად გადის და რგოლურ სტრუქტურად გარდაიქმნება.

 პოლარულ რგოლებიანი სპირალური გალქტიკა დიდი იშვიათობაა, რადგან გალაქტიკათა უმრავლესობა, პოლარული რგოლებით, ელიფსურ და ლინზისმაგვარ გალაქტიკებს ეკუთვნიან.

 NGC 660 გერმანული წარმოშობის ინგლისელმა ასტრონომმა უილიამ ჰერშელმა(”ჰერშელი”) 1784 წლის 16 0ქტომბერს აღმოაჩინა.

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.