ელვარე დუეტი

 ყველაზე დიდი და ცხელი ვარსკვლავები დიდ ხანს ვერ ცოცხლობენ და თავინთ დაბადების ადგილს ძალიან არ შორდებიან. ხშირ შემთხვევაში სწორედ ჩამოყალიბების ადგილთან ახლოს ხდება მათი აღმოჩენა. რამდენიმე მილიონი წლის მერე ისინი ზეახლებად ინთებიან და იღუპებიან. ჩვეულებრივ ისინი ე.წ. ОВ ასოციაციებში გხვდება, საკმაოდ მკვრივ О და В სპექტრული კლასის მჭიდრო ვარსკვლავუე ჯგუფებში.

 ირმის ნახტომში ჩვენთან ერთ-ერთი უახლოესი ОВ ასოციაცია გედის ОВ2-ია, მდებარე 4,7 ათასი სინათლის წლის მანძილზე. მისი შემადგენელი 3 ათასამდე ვარსკვლავიდან 100 ყველაზე უფრო ელვარე О-კლასის წარმომადგენელია. მზეზე ათეულობით მძიმე და ზედაპირის 5-10-ჯერ მეტი ტემპერტურით, ეს ცისფერი გიგანტები გარემო სივრცეს მძლავრი ულტრაიისფერი გამოსხივებითა და ვარსკვლავური ქარებით ავსებენ.

 საინტერესო ისაა, რომ ორი ასეთი გოლიათი ორმაგ სისტემა OB2 #9-ში საკმაოდ მჭიდროდ არიან განლაგებული ერთმანეთთან. გასულ წელს გოლიათთა წყვილზე დაკვირვებები ზონდებმასვიფტმადაXMM-Newton“-მა, ასევე ზოგიერთმა მიწაზე არსებულმა ტელესკოპებმა მოახდინეს – ასტრონომები ამით ცდილობდნენ, რომ წყვილი ერთმანეთთან მაქსიმალურად ახლოს მისვლის დროს შეესწავლათ. ამ ნამუშევრის შედეგები მხოლოდ ახლა გამოქვეყნდა: მსგავს მოვლენაზე დაკვირვება ჯერ არასოდეს მომხდარა.

 საქმე იმაშია, რომ О კლასის ვარსკვლავები ისე კაშკაშებენ, რომ გამოსხივების წნევა მათი ზედაპირებიდან ნაწილაკების ამოგლეჯას ახდენს, რომელბიც მილიონობით კილომეტრი საათში სიჩქარით გადაადგილდებიან. ასეთი ვარსკვლავების ერთმანეთთან ახლო დისატანციაზე მისვლა მდგომარეობას კიდევ უფრო ამძაფრებს, მათი ვარსკლავური ქარები ერთმანეთს ეჯახებიან და ასხივებენ ტალღებს რადიო დიაპაზონიდან რენტგენამდე.

 ჯერ კიდევ 2008 წელს დადგინდა, რომ გედი OB2 #9 რადიოსიგნალს ასხივებს, 2355 წლიანი პერიოდით, ხოლო მალევე გაირკვა, რომ ცვლილებები სიგნალში ორი ვარსკვლავისგანაა გამოწვეული. 2011 წელს მაქსიმალურად ძლიერი რენტგენული სიგნალის მისაღებად, ასტრონომებმა გადაწყიტეს ეს სისიტემა, მისი შემადგენელი ორი ვარსკვლავის მაქსიმალურად მიახლოების მომენტში შეესწავლათ.

 ახალი დაკვირვებებით დამტკიცდა, რომ OB2 #9 მსხვილ ორმაგ სისიტემას წარმოადგენს, რომლის წევრებსაც დაახლოებით ერთნაირი მასები და ელვარება გააჩნიათ, ხოლო ერთმანეთის გარშემო ძლიერად წაგრძელებულ ორბიტებზე მოძრაობენ. წყვილის ერთი წევრის მასა 50 მზისას უტოლდება, მეორესი – 45, ხოლო მინიმალური დაშორების დროს სამჯერ უფრო მოკლე დისტანციაზე იმყოფებიან ერთმანეთთან, ვიდრე მზე და დედამიწა. იმის წარმოდგენაც კი შიშის მომგვრელია, თუ რა ხდება ამ დროს მახლობელ გარემოში.

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.