სამყარო უფრო ხნიერი აღმოჩნდა

ევროპის კოსმოსურმა სააგენტომ სამყაროს ყველაზე უფრო დეტალური რუკა წარმოადგინა. ის შედგენილია მონაცემების მიხედვით, რომლებიც ამავე სააგენტოს ორბიტალურმა ტელესკომა ”პლანკმა” მიიღო და უკვე გააჩინა ახალი თეორიები სამყაროს ასაკზე, შემადგენელზე და მის მომავალზე.

 1964 წელს ამწერიკელმა ფიზიკოსებმა არნო პენზიასმა და რობერტ უილსონმა აღმოაჩინეს, რომ სამყარო გამსჭვალულია მიკროტალღური დიაპაზონის ელექტრომაგნიტური გამოსხივებით. შემდგომმა გაზომვება აჩვენა, რომ ეს არის აბსოლუტურად შავი სხეულის გამოსხივება, რომელიც ახასიათებთ ობიექტებს ტემპერატურით დაახლოებით –270°С (3 კელვინი). ე.ი. აბსოლუტურ ნულზე სულ რაღაც 3 გრადუსით მეტი.


 უბრალო ანალოგიას მიღებული შედეგის თქვენთქვის გასაგებად ინტერპრეტაცია შეუძლია. წარმოიდგინეთ, რომ ზიხართ ბუხართან და უყურებთ ნახშირს. სანამ ცეცხლი ელვარებს ნახშირს მოყვითალო ელფერი აქვს. ცეცხლის განელებასთან ერთად ქვანახშირი მკრთალი მოვარდისფრო, შემდეგ კი მუქი წითელი ხდება. როცა ცეცხლი ჩაქრობის პირასაა, ვერანაირ ხილულ გამოსხივებას ვერ დაინახავთ, თუმცა თუ ხელებს ახლოს მიიტანთ ბუხართან, შეიგრძნობთ სითბოს, ანუ ნახშირი ისევ ასხივებს ენერგიას, თუმცა უკვე თქვენთვის უხილავ, ინფრაწითელ დიაპაზონში. რაც უფრო ცივია ობიექტი, მით დაბალია გამოსხივების სიხშირე, ტალღა კი შესაბამისად გრძელი. ასე ვთქვათ, პენზიასმა და უილსონმა გაზომეს ”კოსმოსური ქვანახშირის” ტემპერატურა, მას შემდეგ რაც ის დაახლოებით 15 მილიარდი წლის განმავლობაში ცივდებოდა. ანუ გამოსხივებამ დაკარგა ენერგია და მიკროტალღურში გადავიდა.

ისტორიულად ამ აღმოჩენამ დიდი აფეთქების შესახებ კოსმოლოგიური თეორიის დამკვიდრება განაპირობა. სამყაროს სხვა მოდელები(მაგ: სტაციონალური სამყარო) ხსნიან სამყაროს გაფართოების ფაქტს, მიკროტალღური ფონის არსებობას კი ვერა.

httpv://www.youtube.com/watch?v=H9boZnj_BZ4

სამყაროს სურათი პლანკის სახელობის(ESA) კოსმოსურმა ობსერვატორიამაც გადაიღო. სხვა მონაცემებთან ერთად მისიამ უნდა გაარკვიოს, ფართოვდებოდა თუ არა სამყარო დიდი აფეთქებისთანავე(ინფლაციის ეპოქა, 10-38 – 10-36 წმ)სინათლის სხივის სიჩქარეზე მეტი სიჩქარით. რის გამოც წყვილ-წყვილად წარმოქმნილი ვირტუალური ნაწილაკები და ანტინაწილაკები ისეთ მანძილზე დაშორდნენ ერთმანეთს, რომ რეალურ ნაწილაკებად მოასწრეს ჩამოყალიბება. თეორიულად, ეს ფაქტი აგრეთვე სამყაროს შორეულ რეგიონებს შორის მსგავსებას ხსნის. ინფლაციურ გაფართოებამდე არეები, რომლებიც ახლა ასე შორს არიან ერთმანეთისაგან, მაშინ ძალიან ახლოს იყვნენ და ერთნაირი თვისებები ჰქონდათ. ეს არ ეწინააღმდეგება ფიზიკის კანონებს, რადგან ინფლაციის პერიოდში სინათლის სიჩქარეზე მეტი სიჩქარით არაფერი მოძრაობდა, ფართოვდებოდა მხოლოდ სივრცე.

 რელიქტურ გამოსხივებაზე დაკვირვებაში, რომელიც დიდი აფეთქების თავისებური ექოა, ”პლანკმა” მრავალი თვე გაატარა. ამ მონაცემებმა მეცნიერებს საშუალება მისცათ შეედგინათ სამყაროს რუკა, რომლის ასაკი დიდი აფეთქებიდან 380 000 წელს შეადგენდა. დადგინდა, რომ სამყარო 80 მილიონი წლით ხნიერია, ვიდრე აქამდე ითვლებოდა, ანუ 13,8 მილიარდი წელი. დაზუსტდა მისი გაფართოების ახლანდელი სიჩქარეც, ანუ ჰაბლის კანონი – 67.15 ± 1.2 კმ/წმ/მპს(ძველი მონაცემით 70 ± 1.2 კმ/წმ/მპს).

 ”ეს რუკა ჩვენს ძველ დაკვირვებებსა და დასკვნებს ეჭვქვეშ არ აყენებს. იცვლება მხოლოდ ჩვენი წარმოდგენები სამყაროს გაჩენაზე, იმაზე, თუ რა ხდებოდა მომენტში, რომელსაც ჩვენ დიდ აფეთქებას ვუწოდებთ” – ამბობს კვლევის ერთ-ერთი მონაწილე.

რელიქტური გამოსხივების ერთ-ერთი მთავარი მახასიაებელი იზოტროპულობის მაღალი ხარისხია, ანუ ამ გამოსხივების თვისებები ყველა მიმართულებით ერთნაირია.

 ექსპერტები ამბობენ, რომ მთლიანობაში ”პლანკის” ახალი რუკა სტანდარტულ კოსმოლუგიურ მოდელს ეთანხმება, თუმცა მისმა სიზუსტემ ზოგიერთი ანომალიის დანახვის სშუალებაც მოგვცა, რომელსაც ჯერ კიდევ ახსნა მუწევს, ლაპარაკია ე.წ. ”ბნელ ლაქაზე”. ”ამ ნაწილში სიგნალი სუსტდება, ანუ ფიქისრდება ანომალია …. გამოდის, რომ ჩვენი თეორია უნივერსალური უკვე აღარ არის” – აცხადებენ მკვლევარები.

მეცნიერთა მიერ წარმოდგენილი ინფორმაციის თანახმად, სამყაროს შემადგენელის დაზუსტებული მაჩვენებლები ასეთია – ბნელი მატერია(1) 26,8%(24% ნაცვლად), ჩვეულებრივი მატერია(ბარიონული და არაბარიონული ბნელი მატერია) 4,9%(4,6% ნაცვლად), ბნელი ენერგია(2) 68,3%(71,4% ნაცვლად).

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.