ბნელი ენერგია დარტყმის ქვეშ: რთული თეორია

 გრავიტაციის მოქმედების მიუხედავად, ჩვენი სამყარო არა მარტო მუდმივად ფართოვდება, არამედ სულ უფრო მეტი აჩქარებით აკეთბს ამას. მას შემდეგ, რაც ეს ფენომენი სხვადასხვა მეთოდებით აღმოაჩინეს და დაამტკიცეს, მეცნიერები მისი ახსნის გზებს ეძებენ, ძალას, რომელიც სამყაროს აჩქარებით გაფართოებას იწვევს(ინფლაცია).

 ყველაზე უფრო ცნობილი თეორიის მიხედვით, სამყაროს სამი მეოთხედი ბნელი ენერგიისგან შედგება, საკმაოდ უცნაური სუბსტნციისგან უარყოფითი სიმკვრივით. თუმცა, დღემდე დაზუსტებით ვერავინ ამბობ, როგორ აღმოვაჩინოთ იგი, ან რა არის ეს საერთოდ.

 გაფართოებისადმი განსხვავებული მიდგომაც არსებობს, რომ ჩვენი სამყარო განსაზღვრული ”ენერგეტიკული ფონით” არის შევსებული, რომ ვაკუუმსაც კი გააჩნია გარკვეული არანულოვანი ენერგია. ეს ”ფონი” ჯერ კიდევ აინშტაინის მიერ წარმოდგენილი კოსმოლოგიური მუდმივათი აღიწერება. საინტერესოა, რომ დიდმა მეცნიერემა ის თავის განტოლებებში სწორედ იმისთვის შეიყვანა, რათა ისინი ”გაეთანაბრებინა” სამყაროს სტატიკური ზომების შესანარჩუნებლად – მოგვიანებით, როცა აღმოჩნდა, რომ სამყარო ფართოვდება, შემოღებულ კონსტანტას აინშტაინმა თავისი ყველაზე დიდი შეცდომა უწოდა.

 ამ კონსტანტას ფიზიკოსები დღემდე იყენებენ, თუმცა სხვა მნიშვნელობით, მიღებულს სამყაროს გაფართოების შესახებ თანამედროვე მონაცემების მიხედვით. თუ მის გამოყვანას თეორიულად ვეცდებით, ფარდობითობის თეორიიდან და სხვა ცნობილი კონსტანტებიდან(1) გამომდინარე, ის უბრალოდ არამართებული გამოვა – 120-ე რიგის სხვაობით. სწორედ კოსმოლოგიური მუდმივას პრობლემა სძენს ბნელი ენერგიის თეორიას პოპულარობას.

 ამ თეორიის ყველაზე პოპულარული მოდელები თავის ახალ ნაშრომში ამერიკელმა პროფესორმა როჯერ ტომფსონმა განიხილა, შეისწავლა მათი უნარი იწინასწარმეტყველონ ჩვენი სამყაროს ერთ-ერთი ფუნდამენტური კონსტანტას მნიშვნელობა – პროტონის მასის შეფარდება ელექტრონის მასასთან(ატომი). მისი ექსპერიმენტული მნიშვნელობა ევროპელმა ასტრონომებმა ახალხანს დააზუსტეს. თან დამტკიცდა, რომ ეს სიდიდე უკანასკნელი 7 მილიარდი წლის განმავლობაში არ შეცვლილა – ყოველ შემთხვევაში, არა უმეტეს 0,00000001 სიდიდით.

 ამის საწინააღმდეგოდ, გამოთვლები, რომლებიც ტომფსონმა ბნელი ენერგიის სხვადასხვა მოდელების ჩარჩოებში ჩაატარა, პროტონსა და ელექტრონს შორის მასათა თანაფარდობაში მნიშვნელოვან ცვლილებებს იძლეოდა. მეცნიერის თქმით – ”პრაქტიკულად ყველა მოდელი გამოირიცხა, სიდიდეების ყველა დასშვები პარამეტრებით. მათი ყველანაირი მრავალფეროვნება ფეხბურთის მოედანი რომ ყოფილიყო, მათგან ალბათ მხოლოდ ისინი დარჩებოდნენ, რომელთა ზომა პატარა ბალახის ზომას შეიძლება შევადაროთ”. ეს დარჩნილები კი ხსენებული თანაფარდობის მნიშვნელობის მუდმივობას არ უშვებენ.

 შედეგად, ტომფსონი თავდაჯერებულად აცხადებს, რომ ”ბნელი ენერგია სხვა მინდორზე თამაშობს” და მიგვითითებს აინშტაინისეულ მემკვიდრეობას დავუბრუნდეთ.

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.