ჩვენი გალაქტიკის ჯეტები რენტგენის დიაპაზონში

 ასტროფიზიკოსებმა ჩვენი გალაქტიკის ცენტრიდან ამომავალი პლაზმური ჭავლების(chandra), რენტგენის დიაპაზონში გადაღებული დეტალური ფოტოები პირველად მიიღეს. ეს ჭავლები ან ჯეტები ცენტრალური ზემასიური შავი ხვრელის მიერ ნივთიერებათა შთანთქმის ხარჯზე ჩნდება, რომელთა არსებობასაც თეორეტიკოსები დიდი ხანია წინასწარმეტყველებენ.

 მეცნიერებს 17 დღიანი ექსპოზიციით გადაღებული გამოსახულებების შეერთება მოუხდათ. პირველი გამოსახულება ჯერ კიდევ 1999 წლის სექტემბერში გაკეთდა, მაშინ როცა ბოლოს გადაღებულები 2011 წლის მარტით თარიღდება. მკვლევართა განკარგულებაში არა მარტო ფოტოები აღმოჩნდა, არამედ ჯეტის რენტგენული გამოსხივების სპექტრიც. საუბარი ჯეტების შესწავლაზეა და არა უშუალოდ ზემასიურ ხვრელზე, რომლის რენტგენში გადაღებული ფოტოები 2013 წლის ზაფხულში იქნა წარმოდგენილი. ახალი კვლევის ავტორებს ამოტყორცნილი ჭავლები აინტერესებდათ, არა ხვრელში ვარდნილი ნივთიერება, რომელიც ასევე ამ დიაპაზონში ასხივებს.

 შორეული გალაქტიკების უკვე კარგად შესწავლილი ზემასიური ხვრელების პლაზმურ ჭავლებსაც ასეთივე სპექტრები აქვს, რის საფუძველზეც ასტროფიზიკოსებმა დაასკვნეს, რომ სწორედ ჯეტებია შემჩნეული და არა რაიმე სხვა ობიექტი. ამის სასარგებლოდ ჭავლების მდებარეობაც მეტყველებს: ჯეტი გალაქტიკური დისკოს ბრუნვის ღერძის გასწვრივ არის მიმართული. თეორიის მიხედვით, ხვრელიც გალაქტიკური დისკოს მსგავსად უნდა ბრუნავდეს, ამიტომ ჯეტი სწორედ ბრუნვის ღერძის გასწვრივ ამოვა.

 ირმის ნახტომის ჯეტების პატარა ზომა, სხვა გალაქტიკებთან შედარებით, იმით აიხსნება, რომ ცენტრალური ზემასიური ხვრელი, იგივე მშვილდოსნის A, ნაკლები ინტენსიურობით შთანთქავს მის შემომფარლავ ნივთიერებებს. უკანასკნელი წლების განმავლობაში მეცნიერებმა ამ ხვრელისკენ მოძრავი გაზურ-მტვროვალი ღრუბელი აღმოაჩინეს, ასევე იმის ნიშნები, რომ უკანასკნელი რამდენიმე საუკუნის განმავლობაში მან რაღაც ობიექტები შთანთქა, ალბათ, ცალკეული ვარსკვლავები(ყველაზე დიდი ზემასიური შავი ხვრელი?!; 10 ფაქტი შავი ხვრელების შესახებ).

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.