ჩვენი ზემასიური შავი ხვრელის მსხვერპლი

 რენტგენის დიაპაზონში მომუშავე ობსერვატორიით – ”ჩანდრა”, გაკეთებული ახალი დაკვირვებებით დადგინდა, რომ ჩვენი გალაქტიკის ცენტრალური ზემასიური ხვრელი ყოველთვის ისეთი წყნარი არ იყო, როგორიც ახლა არის(Science AAAS).

 მშვილდოსანი A*(Sagittarius A*), ირმის ნახტომის ცენტრში მდებარე ზემასიური შავი ხვრელია. რამდენიმე ასეული წლის წინათ, როგორც ჩანს, მან საკმაოდ დიდი ზომის ობიექტი შთანთქა. რასაც მასთან ახლოს მდებარე გაზის ღრუბლებიდან არეკლილი რენტგენის ”ექო” ადასტურებს(საურონის რენტგენული ექო(1)). ღრუბლები, მშვილდოსანი A*-დან 30 სინათლის წლის დისტანციაზე მდებარეობს და მათში მოძრავი გამოსხივება ასეულობით წლით გვიან მოდის დედამიწამდე, ვიდრე პირდაპირი სიგნალი ხვრელიდან(10 ფაქტი შავი ხვრელების შესახებ).

 მეცნიერებმა, რომლებმაც ”ჩანდრადან” 12 წლის განმავლობაში დაგროვებული მონაცემები შეისწავლეს, აქტიურობის რამდენიმე პიკი დააფიქსირეს. რენტგენის დიაპაზონში მშვილდოსანი A*-ს სიგნალი რამდენიმე ასწლეულის წინ ავიდა დონემდე, რომელიც ჩვეულებრივზე მილიონჯრ მეტია.

 შემდგომი დაკვირვებებით, უნდა გაირკვეს, რა იყო ხვრელის მსხვერპლი: პლანეტა, ვარსკვლავის ნაწილი თუ უბრალოდ გაზურ-მტვროვანი ღრუბელი(ინტერვიუ ზემასიური ხვრელის მეზობელთან; ირმის ნახტომის შავმა ურჩხულმა ნადავლი უკან ამოანთხია; რითი იკვებება მშვილდოსანი A?; აქვს თუ არა ჩვენი გალაქტიკის ზემასიურ ხვრელს ჯეტები? ირმის ნახტომის ზემასიური შავი ხვრელი გააქტიურდა; შეჯახება გარდაუვალია; ).

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.