ყველაზე მჭიდრო გალაქტიკა

 ვარსკვლავთშორის მოგზაურობაზე გალაქტიკა M60-UCD1-ში სინათლეს(სინათლის სიჩქარე) გაცილებით ნაკლები დრო დასჭირდებოდა, ვიდრე ირმის ნახტომში, რადგან მისი შემადგენელი ვარსკვლავები 25-ჯერ ახლოს არიან ერთმანეთთან განლაგებულნი(Chandra X-Ray Observatory).

 ზეკომპაქტური გალაქტიკა დედამიწიდან 54 მილიონი სინათლის წლის მანძლზე მდეგარეობს, ის „ჰაბლმა“ აღმოაჩინა. მისი შემდგომი კვლევები კი „ჩანდრათი“ და დედამიწის ზედაპირზე არსებული ტელესკოპებით გაგრძელდა.

 ასეთი ტიპის გალაქტიკებისგან M60-UCD1 რეკორდული ნათობითა და უჩვეულო სიმკვრივით გამოირჩევა: მისი მასის ნახევარი(რომელიც მთლიანობაში 200 მილიონი მზის მასას უტოდება) 80 სინათლის წლის რადიუსშია თავმოყრილი. ვარსკვლავების რაოდენობრივი სიმკვრივე ამ გალაქტიკაში 15 ათასჯერ აჭარბებს ირმის ნახტომის იმ რეგიონის ვარსკვლავების რაოდენობრივ სიმკვრივეს, სადაც მზის სისტემა მდებარეობს.

 მეცნიერებმა გაარკვიეს, რომ ელემენტების რაოდენობა, უფრო მძიმეების, ვიდრე წყალბადი და ჰელიუმია, დაახლოებით იგივეა, როგროც მზეზე. მის ცენტრში რენტგენის გამოსხივების ძლიერი წყარო მდებარეობს – ასტრონომთა ვარადუდით, ეს ზემასიური შავი ხვრელი უნდა იყოს, 10 მილიონი მზის მასით.

 როგორ ფორმირდებიან ზემკვრივი გალაქტიკები? ამ კითხვაზე საპასუხოდ ასტრონომებს ორი სხვადასხვა ვერსია გააჩნიათ. ერთის მხრივ, ასეთი გალაქტიკები მჭიდრო ვარსკვლავური გროვებისგან შეიძლება ჩამოყალიბდნენ. მეორეს მხრივ, ისინი უფრო დიდების ნარჩნებიც შეიძლება იყონ, რომლებმაც თავიანთი ვარსკვლავების ნაწილი დაკარგეს. M60-UCD1-ის რენტგენის წყარო თუ შავი ხვრელია, ეს მეორე ვერსიას დაამოწმებს, რადგან ვარსკვლავურ გროვებში გიგანტური შავი ხვრელები არ დაიმზირება. შავი ხვრელი ორი გალაქტიკის შეჯახებითაც შეიძლება გაჩნდეს. გალაქტიკის დიდი მასა და მზისმაგვარი შემადგენელიც მეორე ვერსიას ამაგრებს. შესაძლებელია, რომ ოდესღაც M60-UCD-ის მასა 50-200-ჯერ მეტი იყო, ვიდრე ახლაა. M60-UCD1-ისა და ჰიპოთეტური შავი ხვრელის მასობრივი თანაფარდობა იმ დროს ისეთივე იქნებოდა, როგორც ირმის ნახტომსა და სხვა გალაქტიკებშია. მეცნიერებმა გამოითვალეს, რომ M60-UCD1-ის ასაკი 10 მილიარდ წელზე მეტია. თავისი ვარსკვლავების დიდ ნაწილს საკმაოდ შეორეულ წარსულში დაკარგავდა, ხოლო მისი მასა რამდენიმე მილიარდობით წლის განმავლობაში უცვლელი რჩებოდა(ეს უცნაური ჯუჯა გალაქტიკები და ჰობიტები; ყველაზე დიდი სპირალური გალაქტიკა; ექსტრემალური კოსმოსი 2012; სამყაროს ყველაზე ელვარე გალაქტიკები გარკვეულ მომენტამდე უხილავები იყვნენ; ყველაზე უცნაური გალქტიკა; კიდევ უფრო შორეული გალაქტიკა; ყველაზე დიდები; უძველესი და ახალგაზრდა).

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.