უძველესი და ახალგაზრდა

 დღეისათვის გალაქტიკა MACS0647-JD პატარად გამოიყურება, ძლივს შესამჩნევ წერტილად ცაზე. თუმცა მისი ისტორია საკმაოდ მნიშვნელოვანია: არსებული მონაცემების მიხედვით, ის მაშინ გაჩნდა, როცა სამყარო თავისი ასაკის მხოლოდ 3%-ს ითვლიდა. სხვანაირად რომ ვთრვათ – 420 მილიონი წელი დიდი აფეთქებიდან და 13,3 მილიარდი აღმოჩენამდე.

 აღმოჩენა პროექტ CLASH(1)-ის ჩარჩოებში მოხდა, რომლის მონაწილეები არა მრტო ულტრათანამდროვე ტელესკოპებს იყენებენ, არამედ ”ბუნებრივ გამადიდებელსაც” – გრავიტაციულ ლინზას(2). მატერის მსხვილი გროვები, განლაგებულნი ჩვენსა და შორეულ ობიექტს შორის, ფარდობითობის საერთო თეორიის თანახმად, გამოხივების ტრაქეტროიას ამრუდებენ, როგორც ჩვეულებრივი ოპტიკური ლინზა. ამით შესაძლებელი ხდება ობიექტების დანახვა, რომელბიც ყველაზე უფრო მძლავრ ტელესკოპებშიც კი არ ჩანან.

 ასე მოხდა გალაქტიკა MACS0647-JD-ის შემთხვევაშიც, როცა სინათლემ უზარმაზარ გალაქტიკურ გროვაში გაიარა. ლინზამ გამსოახულება გაადიდა და ”ჰაბლისათვის” შესამჩნევი გახადა. ” ამ გროვამ(კლასტერი) გააკეთა ის, რაც არცერთ ტელესკოპს არ შეუძლია. გადიდების გარეშე გალაქტიკის აღმოსაჩენად ძალიან დიდი ძალისხმევა დაგვჭირდებოდა” – ამბობს კვლევის ერთ-ერთი მონაწილე.

 მართლაც, MACS0647-JD ისეთი პატარაა, რომ ის შეიძლება ”მოუმწიფებელი”, დაბადების პროცესში მყოფი გალაქტიკა იყოს: მისი ზომა 600 სინათლის წელს არ აჭარბებს, მაშინ როცა ასეთი ასაკის ნორმალური გალაქტიკა 2 ათასი სინ.წლის ზომის უნდა იყოს . თანამედროვე გალაქტიკები გაცილებით დიდები არიან: ჯუჯა გაალქტიკა მაგელანის დიდი ნისლეულის ზომა 14 000 სინათლის წელია, ხოლო ჩვენი ირმის ნახტომის 150 000 სინ.წელი. ისინი ათეულობით, ასეულობით და ალბათ ათეასეულობით მცირე ზომების გალაქტიკათა შერწყმით ჩამოყალიბდნენ.

 ”ჰაბლმა” სხვა და ხსვა შუქფილტრების საშუალებით მთლიანობაში 17 ფოტო გადაიღო. როგორც მოსალოდნელი იყო, MACS0647-JD წითელი წანაცვლების გამო ინფრაწითელი დიაპაზონის ახლო ნაწილში გამოჩნდა. კიდევ უფრო გრძელ ტალღებზე გალაქტიკასპიცერმა” გამოიკვლია(შორეული გალაქტიკები).

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.