გრავიტაციული ლინზირება

 თუ დამკვირვებელსა და ვარსკვლავს შორის ერთ ხაზზე შავი ხვრელი აღმოჩნდება, ვარსკვლავიდან გამოსხივებული სინათლე ხვრელის ახლო სივრცეში ფოკუსირდება ისე, როგორც ჩვეულებრივი გამადიდებელი ლინზის შემთხვევაში, ოღონდ ხვრელი სხივებს გრავიტაციით გადახრის და არ ახდენს მათ გარდატეხას, როგორც ამას აკეთებს ჩვეულებრივი ოპტიკური ლინზა.

 მოვლენას, გრავიტაციული მიკროლინზირება უწოდეს. მიკრო იმიტომ, რომ მასში მცირე ზომის ობიექტები მონაწილეობენ. ჩვეულებრივი ლინზირების დროს, შორეული ობიექტების ლინზირებას გალაქტიკები, კვაზარები და გალაქტიკათა გროვები ახდენს.

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.