თავიდანვე უპატრონო მოხეტიალე პლანეტები

დაკვირვებებით დადგინდა, რომ მოხეტიალე პლანეტები ერთ დროს პლანეტარული სისტემების ნაწილი იყვნენ, ხოლო ზოგიერთი მათგანი თავისუფლებაში დაიბადნენ(Chalmers University Of Technology).  შვედი და ფინელი ასტრონომების ჯგუფმა ნისლეული როზეტა(მეროპა, როზეტა, ორიონი), გაზისა და მტვრის უზარმაზარი ღრუბელი დედამიწიდან 4600 სინათლის წლის მანძილზე მარტორქას თანავარსკვლავედში, რამდენიმე ტელესკოპის საშაულებით გამოიკვლია. ამ ნისლეულში ასზე მეტი გაზურმტვროვანი შენადედია მიმოფანტული, რომელთა შორის ყველაზე დიდების დიამეტრები მზიდან ნეპტუნამდე მანძილზე 50-ჯერ მეტია. ასტრონომთა სეფასებით, ეს შენადედები(”გლობულეტები”, globulettes), მასით 13-ჯერ აჭარბებენ იუპიტერს.

 ახალმა დაკვირვებებმა აჩვენეს, რომ გლობულეტები ძალიან კომპაქტური წარმონქმნებია, მკვრივი ბირთვებით, რომელზეც შენადედის დანარჩენი ნივთიერებებიც შეიძლება დაილექოს. ყველაზე მასიური გლობულეტები პოტენციური ყავისფერი ჯუჯები არიან, ხოლო შედარებით მცირეწონოსნები შემდგომ, შეიძლება, მოხეტიალე პლანეტებად გადაიქცნენ.

 გლობულეტები ნისლეულ როზეტას კიდეებისკენ მაღალი სიჩარეებით მიქრიან – დაახლოებით 80 ათასი კილომეტრი საათში. ასტრონომთა ვარაუდით, გლობულეტები ფრაგმენტები არიან წაგრძელებული გაზურმტვროვანი სვეტებისა, რომლებიც ახალგაზრდა ვარსკვლავების ინტენსიური გამოსხივებით ფორმირდებიან. გავარვარებული ვარსკვლავების გამოსხივების წნევამ ეს შენადედები ააჩქარა და როზეტადან გარეთ მიერეკება. სამყაროს არსებობის მანძილზე ბევრი ასეთი ნისლეული ჩაისახა და გაქრა, თითოეულმა მათგანმა უამრავ გლობულეტებს დასაბამი მისცა, შესაბამისად მილიარდობით მოხეტიალე პლანეტებსაც, რომლებიც ალბათ, ახლაც დაეხეტებიან ირმის ნახტომის ფარგლებში(სამყაროს ჰიპერჩქარი მოხეტიალე პლანეტები; მოხეტიალე პლანეტები; მარტოხელა პლანეტები).

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.