უკუდარტყმითი ტალღა ზეახლის ნარჩენში

 როცა ვარსკვლავი ზეახლად ფეთქდება, რამდენიმე კვირა ან თვე ელვარებს, სანამ ბოლომდე არ ჩაქრება. თუმცა, ნივთიერებები, რომლებიც აფეთქების ძალამ გატყორცნა, ასეულობით და ათესულობითაც კი წლები ანათებენ. რა კვებავს ასეთ ხანგრძლივ ნათებას?

 ტიხოს ზეახლის ნარჩნების შესწავლისას, ასტრონომებმა აღმოაჩინეს, რომ უკუდარტყმითი ტალღა, რომელიც ბგერაზე 1000-ჯერ სწრაფად მოძრაობს, ამ ნარჩენებს აცხელებს, რის გამოც ისინი რენტგენის სხივებს უშვებენ(დარტყმითი ტალღა).

 ”უკუ დარტყმითი ტალღის გარეშე ზეახლის ნერჩენების შესწავლას ვერ შევძლებდით” – ამბობს ჰიროია იამაგუჩი, კვლევითი ჯგუფის ხელმძღვანელი, ასტროფიზიკის ჰარვარდ-სმიტსონისეული ცენტრიდან.

 ტიხოს ზეახალი 1752 წელს ასტრონომმა ტიხო ბრაგემ აღმოაჩინა. ”ახალი ვარსკვლავის” გამოჩენა იმ დროინდელი მენციერებისთვის ნამდვილი შოკი იყო, რადგან ითვლებოდა, რომ სამყარო მუდმივია და უცვლელი. ელვარების პიკზე მან ვენერაც დაჩრდილა, ხოლო ერთი წლის მერე მხედველობიდან გაქრა. თანამედროვე ასტრონომებმა იციან, რომ ტიხოს ზეახალი Ia ტიპს მიეკუთვნება, ისინი თეთრი ჯუჯას აფეთქებით ჩნდებიან. აფეთქების დროს ისეთი ელემენტები, როგორიცაა სილიციუმი და რკინა, კოსმოსში 5000 კმ/წმ-ზე მეტი სიჩქარით გაიტყორცნებიან.

suzaku შემომფარგლავ გაზებთან ამ ელმენტების შეჯახებისას დარტყმითი ტალღა წარმოიქმნება. ეს ტალღა, აფეთქებიდან გარე მიმართულებით, ახლაც მოძრაობს, ბგერაზე 300-ჯერ სწრაფად, ხოლო უკუდარტყმითი ტალღა 1000-ჯერ მეტად(1000 მახი).

 მეცნიერთა ჯგუფმა ზეახლიდან მოსული რენტგენის სხივების სპექტრი კოსმოსური აპარატის – ”სუზაკუ”-ს საშუალებით შეისწავლა. მსგავსი უკუ დარტყმითი ტალღების შესწავლა სხვა ახალგაზრდა ზეახლებშიც გაგრძელდება(ისევ კოსმოსური სხივები; კრატერი ტიხო მთვარეზე; არქეოასტრონომია).

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.