Ia-ს ტიპის ზეახლის ფორმირების პროცესი გადაამოწმეს

 ამერიკელმა ასტრონომებმა Ia-ს ტიპის ზეახლის ფორმირების პროცესი დააზუსტეს. მათი სტატია ჟურნალ The Astrophysical Journal Letters-ში გამოჩნდა, ხოლო მოკლე პრესრელიზი შეგიძლიათ ნახოთ ნასას ოფიციალურ საიტზე.

 თანამედროვე წარმოდგენების თანახმად, Ia-ს ტიპის ზეახლის აფეთქება თეთრი ჯუჯას გარკვეულ კრიტიკულ მასამდე დამძიმების დროს ხდება. ამ პროცესის მექანიზმი, თუმცა, ბოლომდე გარკვეული არაა. ერთი  ვერსიის მიხედვით, ჯუჯა თავის გიგანტ კომპანიონს მატერიას პარავს, მეორე ვერსიის მიხედვით, კრიტიკული მასა ორი თეთრი ჯუჯას შერწყმით მიიღება.

 ახალი ნამუშევრის ჩარჩოებში მეცნიერები ცდილობდნენ დაედგინათ კომპანიონის მასა, მოვლენათა განვითარების პირველი ვერსიის შემთხვევაში. მოდელირება აჩვენებს, რომ დიდი ვარსკვლავი-კომპანიონის – მაგალითად, წითელი ან ცისფერი გიგანტის – ან საშუალო ზომების ხნიერი ვარსკვლავის შემთხვევაში სისტემაში თავისუფალი მატრიის დიდი რაოდენობა გროვდება, რომელიც თეთრმა ჯუჯამ მოიპარა, ოღონდ ჯერ კიდევ არ დაცემულა მის ზედაპირზე.

 როგორც შედეგი, ზეახლის აფეთქების დროს, დარტყმითმა ტალღამ, ჯუჯას გარშემო დაგროვილ მატერიაში გავლის დროს რენტგენული ნათება უნდა გამოიწვიოს. მკვლევარებმა გააანალიზეს მონაცემები 53 ზეახალზე, რომლებიც ორბიტალურმა ” Swift”-მა გადმოსცა. რენტგენის გამოსხივების პირველი სცენარით ნავარაუდევი წყაროები მათში არ აღმოჩნდა.

 ანალოგიურად მოხდა თეთრი ჯუჯების შეჯახების ანალიზიც. მეცნიერები იმ დასკვნამდე მივიდნენ, რომ 53-დან არცერთი ზეახალი არ გაჩენილა ხსენებული პროცესის მიხედვით. ანუ გამოდის, რომ Ia-ს ტიპის ზეახლების ანთება ხდება ორმაგ სისტემებში, რომლებშიც თეთრი ჯუჯას კომპანიონები შედარებით მცირე ზომის ვარსკვლავები არიან.

 იგივე დასკვნამდე მივიდნენ სხვა კვლევების ავტორებიც. 2011 წლის აგვისტოში პალომარის ობსერვატორიიდან, დიდი დათვის თანავარსკვლავედის მიმართულებით, 21 მილიონი სინათლის წლის მანძილზე, დაფიქსირებული ზეახლის(SN2011fe) აფეთქების დროსაც ვერ იქნა აღმოჩენილი დარტყმითი ტალღით გამოწვეული რენტგენის გამოსხივება.

 Ia ტიპის ვარსკვლავზე კომპანიონი ვარსკვლავიდან გადმოედინება მატერია, მასის დაგროვების გარკვეულ ზღვარზე ხდება თერმობირთვული აფეთქება, ანუ ზეახლად ანთბა. რა მასაზე მოხდება აფეთქება და რა სიმძლავრის იქნება იგი ზუსტადაა ცნობილი(ჩანდრასეკარის ზღვარი), ე.ი. ასეთი აფეთქებების სიკაშკაშეც თითქმის ერთნაირია. ამით არის Ia-ს ტიპის ზეახალი „სტანდარტული სანთელი“. შედარებისთვის, ორი ერთნაირი სანთლის ხილული ელვარება თუ მათ ოთახის სხვა და სხვა წეერტილში დავდგამთ განსხვავებული იქნება, რითაც შეიძლება შევიქმნათ წარმოდგენა ოთახის ზომების შესახებ.

 Ia-ს ტიპის ზეახლებს კოსმოსური მანძილების დასადგენად იყენებენ. საქმე იმაშია, რომ თეთრი ჯუჯას აფეთქება გარკვეული კონკრეტული მასის დაგროვების მერე ხდება, რომელიც ჩანდრასეკარის ზღვარის სახელითაა ცნობილი. ამიტომ ზეახლის ელვარება ყოველთვის ერთნაირია, ამ ადგილამდე მანძილის დადგენა კი მისი ელვარების შეფასებით ხდება. წინა საუკუნის ოთხმოცდაათიან წლებში ამ ვარსკვლავების საშუალებით დადგინდა, რომ სამყარო აჩქარებით ფართოვდება. ამ აღმოჩენის გამო ამერიკელმა ასტროფიზიკოსებმა სოლ პერლმუთერმა და ადამ რისმა, ასევე ავსტრალიელმა ბრაიან შმიდტმა 2011 წელს ნობელის პრემია მიიღეს.

 

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.