მეცნიერებმა კლასიკური ზეახალი აღმოაჩინეს

ასტრონომებმა ზეახალ SN 2011fe-ს აფეთქების ანალიზის მერე დაასკვნეს, რომ ის ”კლასიკური” სცენარით მოხდა, ანუ ერთი თეთრი ჯუჯას მონაწილეობით. მკვლევართა ერთბაშად ორი სტატია(აქ და აქ) გამოქვეყნდა ჟურნალ Nature-ში.

 ამჟამად Ia-ს ტიპის ზეახლების გაჩენის ორი ჰიპოთეზა არსებობს. პირველი სცენარის მიხედვით(კლასიკურის), ორმაგ სისტემაში თეთრი ჯუჯა კომპანიონ ვარსკვლავს მატერიას პარავს. განსაზღვრული კრიტიკული მასის დაგროვების მერე ის ფეთქედება. მეორე სქემის მიხედვით, აფეთქება ორი თეთრი ჯუჯას შერწყმით ხდება.

 ამჯერად ასტრონომებს გაუმართლათ და მათ მოვლენა განვითარების ადრეულ ეტაპზე დააფიქსირეს, გამოსხივების სპექტრში მკვლევარებმა ორივე ობიექტის და მთლიანად სისტემის მახასიათებლები დაინახეს.

m101- SN 2011fe.

 მონაცემთა ანალიზმა აჩვენა, რომ აფეთქება პირველი, კლასიკური სცენარით მოხდა. ორმაგი სისტემა დედამიწიდან 21 მილიონი სინათლის წლის მანძილზე, გალაქტიკა М101-ში მდებარეობს. სისტემა, როგორც ჩანს, ნახშირბადული თეთრი ჯუჯას და ჩვეულებრივი, არც თუ ისე დიდი ვარსკვლავისგან შედგებოდა. აღსანიშნავია, რომ ადრე, მეცნიერები ჯუჯას კომპანიონად აუცილებლად წითელ გიგანტს მიიჩნევდნენ.

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.