”პლანკის” კოსმოლოგიური შედეგები

 ევროპული ”პლანკი”, 2009 წელს გაიყვანეს ორბიტაზე, ხოლო ცის მთლიანი სკანირება მან 2010 წელს დაასრულა. ეს მისია, დეტექტორების გამაცივებელი თხევადი ჰელიუმის ამოწურვამდე იქნა გაგრძელებული.

 მაღალი სიშირის მიმღების გამაცივებელი თხევადი ჰელიუმი 2012 წელს ამოიწურა, ხოლო დაბალსიხშირული ინსტრუმენტის გამაცივებელი – 2013 წელს. ეს ინსტრუმენტი ამერიკულ WMAP-ზე ძლიერი იყო, უკეთესი კუთხური შესაძლებლობით, მეტი მგრძნობელობითა და სიხშირეთა მეტი დიაპაზონით. ბუნებრივია, მეცნიერები ”პლანკის” კოსმოლოგიური შედეგების გამოცხადებას დიდი ინტერესით ელოდნენ. ასტროფიზიკური შედეგები უკვე გამოცხადდა, მასში ბევრი საინტერესო მასალაა, მაგალითად, გალაქტიკათა გროვების შემაერთებელი გავარვარებული გაზები. მთავარი კოსმოლოგიური პრესრელიზი კი 21 მარტს გამოქვეყნდა.

 მონაცემთა ხარისხი ნამდვილად დიდებულია. რელიქტური გამოსხივების რუკა გაცილებით მკაფიოა, ვიდრე WMAP-ის. ”პლანკით” შექმნილი მრუდი, WMAP-ითა და მიწისზედა მიკროტალღური ტელესკოპებით ერთობლივად მიღებულ სურათს ფარავს. პრეციზიული (მაღალი სიზუსტის) კოსმოლოგია კიდევ უფრო პრეციზიული ხდება, თუმცა, ძირითადად, ”პლანკის” ნაშრომში არაფერი პრინციპულად განსხვავებული არ არის. 

 წარმოდგენილ იქნა შეცდომათა ინტერვალები რამდენიმე მნიშვნელოვან სიდიდეებზე, WMAP-ისა და ”პლანკის” მონაცემთა ერთმანეთთან მიახლოებით — ოდნავ ცოტა ბნელი ენერგია, ოდნავ მეტი ბნელი მატერია (24%-ის ნაცვლად 26%).

 მასმედიაში გაჟღერებული ინფორმაციის შესახებ — სამყაროს ასაკის ”მომატებასთან” დაკავშირებით, WMAP-ის შედეგებთან შედარებით, გადამეტებულია, ის უბრალოდ კიდევ უფრო დაზუსტდა – 13,8 მილიარდი წელი, პლიუს მინუს 30 მილიონი.

 ის, რაც ფიზიკოსებისთვის არის მნიშვნელოვანი — შემცირებულია ”ნეიტრინოთა” ტიპების ეფექტური რიცხვი. სიტყვა ”ნეიტრინო” ბრჭყალებში იმიტომაა, რომ ნებისმიერი სუსტად ურთიერთქმედი ნაწილაკი შეიძლება მოერგოს ამ როლს. ადრე, ნეიტრინოთა ტიპები ოთხად იყო შეფასებული, ახლა – სამად, რომლებიც უკვე ცნობილია. თითქმის ორჯერაა შემცირებული სამი ტიპის ნეიტრინოთა მასური ჯამი: თუ ყველა ძალებს გავითვალისწინებთ – 24 ელექტრონვოლტი (ახალი ინგრედიენტი).

 მიკროიტალღური გამოსხივების ტემპერატურა 2,7 კელვინია, აბსოლუტურ ნულზე ცოტა მეტი. ის ერთგვაროვანია (იზოტროპული), თუმცა მცირე გადახრების დაფიქსირება ტემპერატურაში მაინც შესაძლებელია (სხვადასხვა ფერის ადგილები), რაც მისი შემდგენლი ენერგია-მატერიის რაოდენობის, ქცევის, ევოლუციისა და თვისებების ანაბეჭდიც არის.

 შედეგების მნიშვნელობა იმაში მდგომარეობს, რომ ეს თვით სამყაროს გაჩენის აქტს ეხება – კოსმოსლოგიურ ინფლაციას და ამტკიცებს, რომ მეცნიერთა წარმოდგენები მართებულია (ყოვლისშემძლე ინფლაცია).

 გამოქვეყნებულ მასალებში სენსაციების არ არსებობის ”ანაზღაურებას”, მონაცემებში ანომალიების არსებობით ცდილობენ. ცივი (ცისფერი) ლაქა, მარჯვნივ ქვემოთ, იმაზე ცივია, ვიდრე უნდა იყოს. ამ ”საფრთხობელებს” (”ბოროტების ღერძი” კიდევ) დიდი სიხარულით ითვისებენ ჟურნალისტები. სინამდვილეში, ყველა ამ ”ანომალიას” მარგინალური სტატისტიკური მნიშვნელობა გააჩნია, ხოლო მონაცემთა ნებისმიერ დიდ მასივში მარგინალური გადახრები ყოველთვის მოიძებნება.

 ეს, ყველაფერი არ არის. ”პლანკის” მონაცემთა მხოლოდ 2/5-ია დამუშავებული. სიზუსტე კიდევ გაიზრდება, შესაძლებელია, რაიმე მართლაც გასაკვირი გამოვლინდეს. ყველაზე უფრო გამორჩეული, რაც შეიძლება გამოჩნდეს – რელიქტური გამოსხივების პოლარიზაციის რუკაზე, რელიქტური გრავიტაციული ტალღების ნიშნებია. თუმცა, ამის იმედი არც თუ ისე დიდია.

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.