ახალი ინგრედიენტი

 სამყაროში, შეიძლება, გაცილებით მეტი ანტინეიტრინოა, ვიდრე ჩვეულებრივი ნეიტრინო.

 ორი გერმანელი ფიზიკოსის მტკიცებით, სამყაროში ანტინეიტრინოების(დადებითი სპირალურობის მქონე ანტინაწილაკი) სიჭარბე დაიმზირება, ლეპტონური ასიმეტრია რამდენიმე რიგით აჭარბებს ბარიონულ ასიმეტრიას და მთლიანობაში, ლეპტონების საერთო რაოდენობა რამდენიმეჯერ მეტი შეიძლება იყოს ბარიონებისაზე.

 ლეპტონები(ბერძნ-მსუბუქი) – ფუნდამენტური ნაწილაკები ½ სპინით, რომლებიც არ მონაწილეობენ ძლიერ ურთიერთქმედებაში. არსებობს ლეპტონების სამი თაობა, პლიუს შესაბამისი ანტინაწილაკები:

1- ელექტრონი, ელექტრონული ნეიტრინო(არა ნეიტრონი!!!)

2- მიუონი, მიუონური ნეიტრინო

3- ტაუ-ლეპტონი, ტაუ-ნეიტრინო

 ბარიონები – ელემენტარულ ნაწილაკთა ოჯახი, ძლიერ ურთიერთქმედებაში მონაწილე ფერმიონები, შედგებიან 3 კვარკისაგან(ჯერჯერობით დაუმტკიცებელი ვარაუდია, რომ არსებობენ ბარიონები 5 და მეტი რაოდენობის კვარკებით,პენტაკვარკები). ბარიონები მეზონებთან ერთად(ეს უკანასკნელი შედგება 2 კვარკისაგან) ქმნიან ელემენტალურ ნაწილაკთა ჯგუფს, რომლებიც მონაწილეობენ ძლიერ ურთიერთქმედებაში და წარმოადგენენ ჰადრონებს(ჰადრონები არ არიან ჭეშმარიტად ელემენტარულნი, მათ გააჩნიათ შიდა სტრუქტურა). ბარიონულია ჩვენთვის ცნობილი ნორმალური ნივთიერება, მატერია, რომელიც შედგება პროტონების, ნეიტრონების და ელექტრონებისგან. არსებობს ბარიონული ანტიმატერიაც. ყველაზე მძიმე ბარიონი, ომეგა-ჰიპერიონი 1,8-ჯერ მძიმეა პროტონზე(ატომი).

 კვლევის ავტორების – დომენიკ შვარცისა და მაიკ შთუქეს დასკვნები(ბიფელდის უნივერსიტეტი), კოსმოსური მიკროტალღური ფონის კვლევის შედეგებს ეფუძნება.

 ლეპტონური ასიმეტრიის ნიშნების გამოვლენა ძნელი საქმეა, რადგან ლეპტონებს იმდენად მცირე ენერგია აქვთ, რომ ნეიტრინულ ფონზე მათი ძალიან დიდი რაოდენობაც კი არ ჩანს. თუმცა, შვარცისა და შთუქეს თქმით, ლეპტონები კარგად სამყაროს არსებობის ადრეულ ეტაპებზე ჩანდნენ, რადგან დიდი აფეთქების პირველივე წამიდან ნუკლეოსინთეზში(პირველი ატომების გაჩენა) უმნიშვნელოვანეს როლს თამაშობდნენ. მათი მკაფიო კვლები ასევე კარგად, სამყაროს მიკროტალღურ გამოსხივებაში(სმგ) უნდა ჩანდნენ(დიდი აფეთქება).

 კერძოდ, როგორც კვლევის ავტორები ამტკიცებენ, ლეპტონები ხსენებულ როლს ჰელიუმის(სამყაროს პირველი ელემენტები: წყალბადი, ჰელიუმი, ლითიუმი) სინთეზში თამაშობდნენ და სწორედ მისი სიჭრბის დადგენას ცდილობდნენ მეცნიერები, სმგ-დან გამომდინარე, რომლის რუკა ატაკამას, სამხრეთ პულუსზე მდებარე ტელესკოპისა და კოსმოსური WMAP-ის საშუალებით შეიქმნა.

 ამ მონაცემთა ანალიზის შედეგების, არაგალაქტიკურ რეგიონებში ჭარბი ჰელიუმის რაოდენობის არსებულ ინფორმაციაზე შედარებით, ავტორებმა განსზღვრეს ჩარჩოები, რომლებიც ლეპტონურ ასიმეტრიას შემოსაზღვრავენ. შედეგები მიუთითებენ, რომ ანტინეიტრინოები ჩვეულებრივ ნეიტრინოებზე მეტნი არიან. თუ ეს დამტკიცდა, მაშინ მსოფლიო მეცნიერებას აზრის შეცვლა მოუწევს იმაზე, თუ რა ხდებოდა სამყაროს განვითარების ადრეულ ეტაპებზე. გარდა ამისა, ანტინეიტრინოების სიჭარბემ სამყაროს გაფართოების სიჩქარის გადაფასება შეიძლება გამოიწვიოს, ზრდის მხარეს.

 მიუხედავად ამისა ჩატარებული კვლევების შედეგები იმაზე არ მეტყველებენ, რომ დიდი აფეთქების პირველივე წამებში მომხდარ ნუკლეოსინთეზზე არსებული წარმოდგენა საფუძლიანად არის შესაცვლელი. შვარცის თქმით, ახალი მოდელი, თუ მისი შედგენა უნდა მოხდეს, წინასაგან რადიკალურად განსხვავებული არ იქნება, უბრალოდ მასში ”ახალი ინგრედიენტი” იქნება ჩასამატებელი.

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.