ანტიმატერია

 ანტინივთიერება – მატერია, რომელიც ანტინაწილაკებისგან შედგება.
თანამედროვე წარმოდგენებით, ძალები, რომლებიც მატერიის სტრუქტურას განსაზღვრავს(ბირთვების წარმომქმნელი ძლიერი ურთიერთქმედება, ატომებისა და მოლეკულების წარმომქნელი ელ.მაგნიტური ურთიერთქმედება) აბსოლუტურად ერთნაირია, როგორც ნაწილაკებისთვის, ისე ანტინაწილაკებისთვისაც.

 ეს ნიშნავს, რომ ანტინივთიერების სტრუქტურა უნდა იყოს ჩვეულებრივი ნივთიერების სტრუქტურის იდენტური.  არსებობს ბევრი მოსაზრება თემაზე, თუ რატომ არის დამზერადი სამყარო შემდგარი მატერიისგან და არსებობს თუ არა სხვა სამყაროები, შემდგარი, პირიქით, პრაქტიკულად მთლიანად ანტინივთიერებისგან.

 დღეისათვის, რაოდენობრივი ასიმეტრია მატერიასა და ანტიმატერიას შორის, ფიზიკოსებისთვის ერთ-ერთ ამოუხსნელ ამოცანას წარმოადგენს. სავარაუდოდ, ასიემტრია მოხდა პირველივე წამს დიდი აფეთქების მერე.  პირველი ობიექტი, შემდგარი მთლიანად ანტინაწილაკებისგან, სინთეზირებულ იქნა 1965 წელს – ანტიდეიტრონი. შემდეგ მიიღეს კიდევ უფრო მძიმე ანტიბირთვებიც. 1995 წელს ევროპის ბირთვული კვლევების ცენტრში(CERN) ანტიწყალბადის ბირთვი იქნა სინთეზირებული, შემდგარი მთლიანად პოზიტრონებისა და ანტიპროტონებისგან(იხილეთ ანტიწყალბადი 2010).

ანიჰილაცია ელექტრონისა და მისი ანტინაწილაკის, პოზიტრონის შეჯახებით. მატერია გადაიქცევა ენერგიად, ფოტონების სახით. არსებობს შებრუნებული რეაქციაც.

 ანიჰილაცია – ნაწილაკებისა და ანტინაწილაკების ერთმანეთთან შეჯახების მერე, სხვა ნაწილაკებად გადაქცევის რეაქციაა. ელექტრონისა(ატომი) და მისი ანტინაწილაკის – პოზიტრონის, ანიჰილაციის დროს გამოსხივდება სამი ფოტონი, დიდ ენერგიებზე შესაძლებელია მეტ ფოტონებადაც გადაქცევა, ხოლო ასეულობით მევ. ენერგიაზე ეს ნაწილაკები ჰადრონებად გადაიქცევა. 1 კგ მატერიისა და ამდენივე ანტიმატერიის ანიჰილაციის დროს 1,8×1017ჯოული ენერგია გამოსხივდება, რაც 47 მეგატონაა(!!!) ტროტილურ ექვივალენტში. ყველაზე მძლავრი თერმობირთვული ბომბი, რომელიც სსრკ ააფეთქა, 20 ტონას იწონიდა და აფეთქების სიმძლავრე 50 მეგატონა იყო. ანიჰილაციის დროს ენერგიის 50% ნეიტრინოების სახით გამოსხივდება, დაბალი ენერგიის ნეიტრინოები კი თითქმის არ ურთიერთქმედებს მატერიასთან, მათთვის რამდენიმე დედამიწის ზომის პლანეტის წიაღში გავლა პრობლემას არ წარმოადგენს.

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.