არომატული კვარკები :)

 კვარკების თეორიის ძირითადი ცნებები ამრიკელმა მეცნიერებმა შემოიღეს. 6 კვარკის ერთმანეთისგან განსასხვავებლად (ყოველი მათგანი სამი სახით თუ სამი სახეობით არსებობს), ამერიკელმა ფიზიკოსებმა მათ მიანიჭეს თვისება, რომელსაც ”არომატი” უწოდეს. ბუნებრივია, არანაირი ცხვირით გასარჩევი სუნი კვარკებს არა აქვს, თუმცა ითვლება, რომ ყოველ მათგანს თავისებური ”სუნი” გააჩნია, აქვთ, ასე რომ ვთქვათ, საკუთარი არომატი. კერძოდ, ექვსივე კვარკის სამივე სახეობას ერთნაირი ”სუნი” აქვს, ანუ აქვთ საერთო არომატი.

 ამ მახასიათებლისთვის სახელი მიურეი გელმანმა და ჰარალდ ფრიჩმა 1968 წელს მოიგონეს. ამაში მათ, ასე რომ ვთქვათ, პოპულარული კაფე Baskin-Robbins-ის სარეკლამო აბრა დაეხმარა – “Count the Flavors. Where flavor counts” (“შეაფასეთ არომატი. არომატი მნიშვნელოვანია”). ისინი ამით კვანტური მდგომარეობების მახასიათბლისთვის ახალი სახელების მოგონებას ცდილობდნენ.

 თავის დროზე, იგონებდნენ რა არომატების სახელებს, ამერიკელები კარგად გაერთნენ კიდეც: მათ ისეთი სახელები მოიგონეს, რომ კვარკებს არ ჰქონოდათ ცუდი სუნი, იმ შემთხვევაში თუ მათ მართლაც ექნებოდათ სუნი. ეს მხიარული სახელები პარფიუმერული მაღაზიის დახლზე დაწყობილ სუნამოებს უფრო შეეფერებათ: ”მომხიბვლელი”, ”უცნაური”. სახელები ჩვეულებრივია მხოლოდ პირველი ორი არომატისთვის: ”ზედა” და ”ქვედა”. თუმცა, მომავალში სახელები, როგორიცაა ზედა, ქვედა, მომხიბვლელი, უცნაური, განსაკუთრებით კი ჭეშმარიტი და ლამაზი ამოღებულ იქნა ხმარებიდან. მათ ახლა სახელის პირველი ასოთი მოიხსენიებენ. თან, ”ჭეშმარიტის” (true) და ”ლამაზის” (beauty) ნაცვლად იყენებენ სიტყვებს ”ყველაზე მაღალი” (top) და ”ყველაზე დაბალი” (bottom). უფრო მარტივად რომ ვთქვათ, არომატი არის კვარკის ტიპია და სხვა  არაფერი (u,d,s,c,b,t).

 არომატს ეკუთვნის ელემენტარული ნაწილაკების სხვა კვანტური მახასიათებლებიც (ახლა მათ კვანტურ რიცხვებს უწოდენბენ): ლეპტონური რიცხვი, ბარიონული რიცხვი, ელექტრული მუხტი, იზოსპინი, ჰიპერმუხტი, სუსტი ჰიპერმუხტი, სუსტი იზოსპინი, უცნაურობა, მომხიბვლელობა, სიდაბლე, სიმაღლე. ისინი ელემენტარული ნაწილეკების ზოგიერთი თვისებების გასათვალისწინებლად გამოიყენება.

 სამი სახის გასარჩევად, რომლებიც ექვსივე კვარკს გააჩნია, იყენებენ ტერმინს ”ფერი”. ბუნებრივია, კვარკებს არანაირი ფერი არა აქვს. ეს არის, ასე რომ ვთქვათ, “ სამი ტყუპის” განმასხვავებელი ნიშანი. ხოლო თუ მკაცრ მეცნიერულ ენაზე ვიტყვით, ფერი ან მუხტის ფერი – სპინის (ატომი)  კიდევ უფრო რთული ანალოგიაა, რომელიც კვარკებისა და გლიუონების ურთიერთქმედებას ახასიათებს. ამ მახასიათებლის სახელი აღებული იქნა ოპტიკიდან, სადაც წითელი, მწვანე და ლურჯი ფერების შერევით თეთრი ფერი მიიღება. საქმე იმაშია, რომ ძლიერი ურთიერთქმედების ჩარჩოებში ორი ნაწილაკის მიზიდულობა შესაძლებელია განსხვავებული ფერების შემთხვევაში (ფერი ანტიფერი), ან სამი ნაწილაკის მიზიდულობა ფერების განსაზღვრული კომბინაციებით, რომელიც ჯამში ”თეთრ ფერს” იძლევა (რა თქმა უნდა კვანტურს და არა ოპტიკურს). კვარკს სამიდან ერთ-ერთი ფერი გააჩნია, გლიუონს კი რვადან ერთ-ერთი ფერი ან ანტიფერი. ეს იმიტომ ხდება, რომ გლიოუნები ძლიერი ურთიერთქმედების გადამტანებია და სწორედ ისინი ”აკავშირებეს” კვარკებს ერთმანეთთან. გლიუონებს აქვს არა ერთი, არამედ ორი ფერითი ინდექსი (ფერი ანტიფერი). სულ 8 ფერის გლიუონი არსებობს, რადგან კომბინაციას ყვითელიყვითელი+ლურჯილურჯი+წითელიწითელი არ გააჩნია ფერიანი მუხტი (ანუ არის ”თეთრი”) და შესაბამისად, არ არის ძლიერი ურთიერთქმედების გადამტანი. გლიუონები თავისუფალ მდგომარეობაში არ არსებობენ. ისინი, როგორც კვარკები, ”ჩაკეტილები”(კვარკი, კონფაინმენტი) არიან უფერო ადრონებს (პროტონი, ნეიტრონი; ატომი) შიგნით. ყველა დანარჩენ ელემენტარულ ნაწილაკებს ფერი არა აქვს.

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.