უცნაური კრატერი არისტარქე

 დედამიწის ბუნებრივი თანამგზავრის ზედაპირზე ბევრი საინტერესო გეოლოგიური სტრუქტურაა, მათ შორის ყველაზე საინტერესო კი კრატერი არისტარქეა(ვიდეო).

 სახელი ძველი ბერძენი ასტრონომის არისტარქეს საპატივცემულოდ შეარქვეს. კრატერი ყველა დანარჩენი მთვარის კრატერებისგან მკვეთრადაა განსხვავებული. აქვს კარგად გამოხატული მოხაზულობა, ტერასების დიდი რაოდენობა, პიკები ფსკერზე, ჯაჭვური სტრუქტურები და სხივების სისტემა(მერკური). ეს კრატერი ვაკეზე იმყოფება და კიდევ იმითაა საინტერესო, რომ მასში არ არის ლავა, ფსკერი კი საკმაოდ უსწორმასწოროა.

 არისტარქე მთვარის ჩრდილო-დასავლეთში მდებარეობს, შემოფარგლული რამდენიმე ვულკანური წარმონაქმნით სამხრეთ-აღმოსავლეთის მხრიდან. ეს ყველაზე კაშკაშა, უნიკალური და დიდი წარმონაქმნია, აქვს მაღალი ალბედო, ანუ კარგად ირეკლავს და განაბნევს სინათლეს. ის ორჯერ მეტ სინათლეს ირეკლავს, ვიდრე მთვარის მთლიანი ზედაპირი. საინტერესოა ისიც, რომ ელვარების გამო არისტარქეს დანახვა შეუიარაღებელი თვალით ან მცირე სიმძლავრის ბინოკლითაცაა შესაძლებელი.

 კრატერის განსაკუთრებული ელვარების მიზეზი ისაა, რომ ის შედარებით ახალგაზრდა წარმონაქმნია. მისი ასაკი დაახლოებით 450 მილიონი წელია. ამიტომ მზის ქარს კრატერის გასაშავებლად  დრო არ ეყო.

 კრატერის ზონაში ბაზალტის ქანებია აღმოჩენილი – ეს ძირითადი ეფუზიური(ლავის დინების შედეგად გაჩენილი ფენები), ნორმალური რიგის, მთის ქანია, ყველაზე გავრცელებული კაინოტიპურ(უცვლელი სახის ვულკანური ქანი) ქანებს შორის.

 კრატერის დიამეტრი 40 კილომეტრია, სიღრმე 3,5 კმ. მეცნიერთა ვარაუდით, კრატერი ან ვულკანური ამოფრქვევის შედეგად გაჩნდა ან მთვარის გრუნტის ამ ნაწილს დიდი ასტეროიდი შეეჯახა.

httpv://www.youtube.com/watch?v=vwiBLJIgb8c

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.