სამი დიდი ტელესკოპი

 ახალი ობსერვატორია, რომელიც მთელ ცას სამ ღამეში დაასკანირებს, ჩილეში აშენდება. 465 მილიონ დოლარიანი “დიდი სინოპტიკური ტელესკოპი” (Large Synoptic Survey Telescope – LSST) ასტრონომებს საშუალებას მისცემს დაინახონ, თუ როგორ იცვლებოდა კოსმოსური ობიექტები  მილიარდობით წლების განმავლობაში, უკეთ გაიგონ ბნელი ენერგიის ბუნება. LSST შეძლებს ისეთი „ქვების“ დანახვას და შესწავლას, რომლებიც დედამიწისთვის საშიშია. ეს ოპტიკური ტელესკოპი თავისი 8,4 მეტრიანი სარკით(დიამეტრი) ცის თითოეულ რეგიონს, 10 წლის განმავლობაში 1000 ფოტოს გადაუღებს.


LSST.

 ეს კი მისი 3,2 გიგაპიქსელიანი კამერა იქნება, რომელიც ოპტიკური დიაპაზონის სხვადასხვა სპექტრში იმუშავებს, ახლო ინფრაწითელი დიაპაზონიდან დაწყებული, ახლო ულტრაიისფერი დიაპაზონით დამთავრებული.

სამხრეთ აფრიკული დიდი ტელესკოპი(South African Large Telescope – SALT).

 ეს 9,2 მეტრიანი ტელესკოპი, ყველაზე დიდი ოპტიკური ინსტრუმენტია სამხრეთ ნახევარსფეროში არსებულ ტელეკოპებს შორის და ძირითადად, სპექტრული კვლევებისთვისაა შექმნილი. მთავარი სარკე 91 ექვსკუთხა სარკეს შეიცავს, რომლებიც ერთმანეთთან ისე ახლოსაა მიწეული, რომ ერთ დიდ ექვსკუთხა სარკეს ქმნის.

ტელესკოპები “კეკი I” და კეკი II”.


 10 მეტრიანი ტყუპი ტელესკოპები კეკის სახელობის ობსერვატორიაში, მეორე ყველაზე დიდი ტელესკოპი დედამიწაზე. ეს ობსერვატორია ჰავაიში, მაუნა კეას მთაზე მდებარობს. თითო ტელესკოპის მთავარი სარკე, 36 ექვსკუთხა სარკისგან არის აწყობილი. “კეკი I”  ექსპლუატაციაში 1993 წელს შევიდა, 3 წლის შემდეგ კი თავის ტყუპისცალ ძმას “კეკი II”-იც შეუერთდა. ერთობლივი პროექტი ასტრონომებს ბევრ რამეში დაეხმარა, მაგალითად, იუპიტრზე მომხდარი ასტეროიდული დარტყმის დაკვირვებასა და შესწავლაში(ტელესკოპი).

ავტორი: ბექა მამუკაშვილი.

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.