ეკზოპლანეტა 6,6 სინ. წლის მანძილზე მზიდან

 სისტემა ლუმან -16 მესამეა მზიდან დაშორების მიხედვით, რომელიც უკვე პლანეტარული სისტემაც არის(arXiv).

 ასტრონომთა ჯგუფმა ანრი ბოფინის ხელმძღვანელობით ევროპის სამხრეთული ობსერვატორიიდან(ჩილე), ლუმან-16-ის შესასწავლად ყველაზე დიდი ტელესკოპი გამოიყენეს(VLT), რომელიც ჩვენგან 6,6 სინათლის წლით არის დაშორებული. დაკვირვებები ყოველ 5-6 დღეში ტარდებოდა, 2013 წლის 14 აპრილიდან 22 ივნისამდე.

 გამოყენებული ინსტრუმენტების მაღალი მგრძნობელობის ხარჯზე, ორივე ყავისფერი ჯუჯას საერთო მასათა ცენტრის გარშემო ბრუნვაში არსებული უმცირესი გადახრები ათჯერ მეტი სიზუტით იქნა გაზომილი, ვიდრე ოდესმე მომხდარა – რამდენიმე მეათასედი კუთხური წამის სიზუსტით. ეს იგევა, რომ პარიზში მყოფმა დამკვირვებელმა, ნიუიორკში მყოფი ადამიანის ადგილმდებარეობა 10 სანტიმეტრის სიზუსტით დაადგინოს(როგორ ეძებდნენ ეკზოპლანეტებს).

axlo varsk sqema

 ლუმან-16-ში, როგორც გაირკვა, ეკზოპლანეტაც არის, დედამიწიდან სიშორით მეორე, კენტავრის B-ეს მერე, რომელიც შარშან აღმოაჩინეს.

 დადგინდა ორივე ჯუჯას მასებიც: 30-50 იუპიტერის მასა. გარდა ამისა, მასათა ცენტრის გარშემო მათი ბრუნვის პერიოდიც, რომელიც 20 წელიწადს უტოლდება. რაც მთავარია: ტრაექტორიიდან გადახრები, მესამე ძალის არსებობაზე მიუთითებენ, რომელიც ორივე სუბვარსკვლავური(ყავისფერი ჯუჯები არშემდგარი ვარსკვლავები არიან, მცირე მასის გამო მათში თერმობირთვული რეაქცია არ მიმდინარეობს) ობიექტის მოძრაობაზე ახდენს ზეგავლენას(ყველზე ცივი ყავისფერი ჯუჯა).

 ლაჰმან-16-ის ჯუჯა ვარსკვლავები ძალიან მკრთალები არიან, ამიტომ სიახლოვის მიუხედავად მათი აღმოჩენა მხოლოდ 2013 წელს მოხერხდა. კომპანიონი ეკზოპლანეტის ტრანზიტით დანახვა კი საერთოდ შეუძლებელი იქნება. ამის გამო სიახლოვით მეორე ეკზოპლანეტის შესახებ ბევრი არაფერია ცნობილი.

 ლაჰმან-16 კენტავრის ალფას უახლოესი სისტემაა. ახლა უკვე ცნობილია, რომ ორივეში მაქსიმუმ თითო ეკზოპლანეტაა. ეს დასაწყისია, ხვალინდელი ტელესკოპები სხვებსაც აღმოაჩენენ(პლანეტები კენტავრის პროქსიმასთან; გალაქტიკის ასაკის ყავისფერი ჯუჯები; ერთბაშად ორი).

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.