უძველესი ვარსკვლავის აფეთქების კვალი

 სამყაროს წარსულის შესასწავლად, ასტრონომებს კოსმოსის შორეული კუთხეების შესწავლა უწევთ(Nature). თუმცა ამჯერად, უძველესი ვარსკვლავის აფეთქების კვალი ახლო კოსმოსში აღმოაჩინეს, ათასი სინათლის წლის მანძილზე დედამიწიდან. სპექტრული ანალიზი აჩვენებს, რომ შემჩნეული ქიმიური ელემენტები ვარსკლავური ბუნების ობიექტიების დაღუპვის მერე წარმოიქმნებიან, განსაკუთრებით მასიური, დიდი აფეთქების მერე გაჩენილი პირველი ვარსკვლავებისგან. ასეთი მნათობების აფეთქება იმდენად ძლიერი იყო, რომ ადრეული გალაქტიკების განვითარების პროცესს ცვლიდა.

 თეორეტიკოსები ადრეც ფიქრობდნენ, რომ ყველაზე პირველი ვარსკვლავები მასიურები იყვნენ, რადგან ადრეული გაზის ღრუბლები მასიური ვარსკვლავების ფორმირებას უზრუნველყოფდნენ. დიდი აფეთქებისას წყალბადის, ჰელიუმისა და მცირე რაოდენობით ლითიუმის ატომები გაჩნდნენ(სამყაროს პირველი ელემენტები: წყალბადი, ჰელიუმი, ლითიუმი), თუმცა გაზის ღრუბლებს, რომლებიც მხოლოდ ამ ელემენტებს შეიცავენ, არ შეუძლიათ გაცივება(დაწვრილებით იხილეთ აქ).

 გაცივებისთვის უფრო მძიმე ელემენტებია საჭირო, რომლებიც მაშინ არ არსებობდნენ. როცა ღრუბლების ტემპერატურა მცირდება, ისინი უფრო პატარა ზომის ნაწილებად იშლებიან და პატარა ვარსკვლავებს წარმოქმნიან. პირველადი ღრუბლები სითბოს ინარჩუნებდნენ, ამიტომ გაზის წნევის გადასაძლევად და მასიური ვარსკვლავის ჩამოსაყალიბებლად ძლიერი გრავიტაცია იყო საჭირო. ზოგიერთი ამ ვარსკვლავთაგანი მზეზე 140-300-ჯერ მასიურები იყვნენ.

 იაპონიის ნაციონალური ასტრონომიის ობსერვატორიის ასტრონომმა ვაკო აოკიმ და მისმა კოლეგებმა სწორედ ასეთი ვარსკვლავის აფეთქების ნიშნები აღმოაჩინეს.

 ”ეს, უნიკალური კოსმოსური სხეულია, აქამდე არნახული ქიმიური სტრუქტურით” – ამბობს აოკი.

 ასტრონომები SDSS J0018-0939-ში 18 ქიმიურ ელემენტს ეძებდნენ, ვეშაპის თანავარსკვლავედის მკრთალ ნარინჯისფერ ვარსკვლავში, რომელიც მზეზე ნაკლებ სინათლეს ასხივებს. ვარსკვლავი ცის სლოანისეული ციფრული დამზერის მისიის მსვლელობისას, ჰავაიზე მდებარე იაპონური ტელესკოპის – სუბარუს საშაულებით აღმოაჩინეს, ის ირმის ნახტომის ვარსკვლავურ ჰალოს ეკუთვნის, გალაქტიკის ელვარე დისკოს შემომფარგლავი უძველესი ვარსკლავების პოპულაციას. ჰალოს სხვა ვარსკვლავების მსგავსად, ისიც ძალიან ცოტა რკინას შეიცავს, რადგან მძიმე ელემენტების წარმომქმნელი ვარსკვლავების აფეთქებებამდე გაჩნდა. SDSS J0018-0939-ს მშობელი ვარსკვლავი მზეზე 140-ჯერ მასიური მაინც იქნებოდა(ისევ კოსმოსური ოქროს შესახებ).

 აოკის თქმით, ეს მნათობი წყვილური არასტაბილურობით მომხდარი აფეთქებით, ჩვეულებრივ ზეახალზე 10-100-ჯერ მძლავრი, გამდიდრებული გაზის ღრუბლისგან წარმოიქმნა. ასეთი აფეთქებისას ტემპერატურა იმდენად მაღალია, რომ ფოტონები ელექტრონ-პოზიტრონულ წყვილებად გარდაიქმნებიან, რაც გარე ფენებზე დაწოლას ამცირებს(ჰიპერახალი ვარსკვლავი).

 ვარსკვლავი დაშლას იწყებს, გაცხელებული გაზი კი თერმობირთვულ წვას. აფეთქებისას ჰელიუმის ბირთვები ერთმანეთს ბომბავენ და ნიკელზე მძიმე ლემენტებს წარმოქმნიან. ჰელიუმის ატომური ნომერია ორი, ამიტომ რეაქციის მსვლელობისას ლუწი ნომრის მქონე ელმენტები ჩნდებიან(სწორედ ეს ელემენტები დაინახა აოკის ჯგუფმა).

 წყვილური არასტაბილურობით მომხდარი აფეთქების მერე შავი ხვრელი არ წარმოიქმნება. ასეთი აფეთქებების კოლოსალური სიმძლავრე ადრეული გალაქტიკების განვითარებაზე ზემოქმედებდა, ასკვნიან ასტრონომები(მასიური ვარსკვლავის აფეთქების შედეგი; ვარსკვლავი).

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.