მასიური ვარსკვლავის აფეთქების შედეგი

 ნასას კოსმოსურმა აპარატმა მასიური ვარსკვლავის აფეთქების შედეგი უპრეცედენტი გარჩევადობის შესაძლებლობით გადაიღო.  ფოტო, რომელიც რენტგენის დიაპაზონში მომუშავე კოსმოსურმა ტელესკოპმა NuSTAR-მა გადაიღო, კასიოპეია A(1)-ს დემონსტრირებას ახდენს. ეს ზეახლის ნარჩენი დედამიწიდან 11 000 სინათლის წლის მანძილზე კასიოპეიას თანავარსკვლავედში მდებარეობს. ობიექტი რადიოგამოსხივების უძლიერესი წყაროა. ამჟამად გაფართოების პროცესში მყოფი ნარჩენის ზომა 10 სინათლის წელია. მკვლევარების თქმით, აფეთქება დაახლოებით 300 წლის წინათ მოხდა. არსებობს ვარაუდი, რომ ვარსკვლავი ძალიან მასიური იყო და აფეთქების მომენტისთვის მატერიის ნაწილი მას უკვე მოშორებული ჰქონდა. ეს ნივთიერებები ანთების დროს წარმოქმნილ გამოსხივებას შთანთქავდნენ. ზეახლის გარსის ტემპერატურა 30 მილიონი გრადუსია, გაფრთოება კი 6,5 კმ/წმ. სიჩქარით ხდება.nustar_nasa

 ახალი გამოსახულება მომაკვდავ ვარსკვლავზე მეტი ინფორმაციის დაგროვების საშუალებას იძლევა. პროექტ NuSTAR-ის ხელმძღვანელი ფიონა ჰარისონი კალიფორნიის ინსტიტუტიდან აღნიშნავს, რომ ადრინდელი ფოტოები, რომელიცჩანდრამ მიიღო, აფეთქებას ერთეულ წერტილად წარმოგვინდგენდნენ.

 NuSTAR-ი ორბიტაზე 2012 წელს გაიყვანეს, მისი ღიერებულება 165 მილიონი დოლარია, მისია 2 წელზეა გათვლილი.

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.