აფეთქებამ ზეახალი მთლიანად დაშალა

 აფეთქებამ მართლც რომ შიგნეულობა გადმოაყრევინა მნათობს – განადგურებული ვარსკვლავის ყველაზე შიდა ფენები გარეთ აღმოჩნდა. ასეთ დასკვნამდე მივიდნენ სპეციალისტები, რომლებმაც ახლებურად შეხედეს ახალგაზრდა და შედარებით ახლოს მყოფი ზეახლის ნარჩენებს (Space.com).

 რენტგენის დიაპაზონში მომუშავე ორბიტალური ტელესკოპის –ჩანდრა“, დახმარებით ამერიკელი მეცნიერების ჯგუფმა კასიოპეია A(Cas A)-ს ახალი გამოსახულება მიიღო. ეს მასიური ვარსკვლავი, მდებარე 11 000 სინათლის წლის მანძილზე დედამიწიდან, დაახლოებით 300-330 წლის წინათ აფეთქედა.

 ინფრაწითელ დიაპაზონში ადრე ჩატარებულმა დაკვირვებებმა აჩვენა, რომ გამოტყორცნილ მასაში ცალკეული ფენები მკაფიოდ გამოირჩევა, თითქოს ხახვის ბოლქვის ფენებია. მეცნიერებს ამ გარემოებამ ხსენებული ზეახლის ასე რომ ვთქვათ აკურატულ აფეთქებაზე დააწყებინა ფიქრი. ახალი კვლევა კი არსებულ წარმოდგენას თავდაყირა აყენებს. რენტგენის დიაპაზონში ამ ღრუბლის აქამდე ჩატარებულთა შორის ყველაზე უფრო დეტალური კვლევით, მასში ნივთიერებათა განაწილების ზუსტი სურათის შედგენა მოხერხდა. აღმოჩნდა, რომ ნივთიერებები საკმაოდ უჩვეულოდაა გადანაწილებული.

Cas A-ს ნარჩენი გაფართოებადი ღრუბლები რენტგენის დიაპაზონში. ცისფრით რკინაა ნაჩვენები, ყვითლით – გოგირდი, წითლით – მაგნიუმი. ეს ფერადი სქემა აფეთქებული ვარსკვლავის კვეთის გამოყენებული სქემის იდენტურია( NASA/CXC/GSFC/ U.Hwang, J.Laming).

 აფეთქების წინ მას რკინით მდიდარი ბირთვი ჰქონდა, რომელსაც გოგირდისა და სილიციუმის ფენა ფარავდა. ისინი, თავის მხრივ, მაგნიუმის, ნეონისა და ჟანგბადის ფენებით იყვნენ შემოფარგლული. გარე ფენები კი მსუბუქი ელემენტებით იყო შევსებული.

 აფეთქების მერე რკინის ნაწილი გაფართოებადი ღრუბლის ყველაზე უფრო გარე ფენაში აღმოჩნდა. რენტგენში და ინფრაწითელ დიაპაზონში ჩატარებულმა დაკვირვებებმა ნარჩენის ცენტრთან ახლოს რკინის ვერანაირი კვალი ვერ აღმოაჩინა.


 დაფიქსირებული რკინა თითქმის სუფთა სახით იყო წარმოდგენილი, რაც მის თერმობირთვული სინთეზით წარმოქმნაზე მეტყველებს – ზეახლის წინამორბედი ვარსკვლავის ბირთვთან ახლოს.

 ღრუბელში ასევე ჩანს სილიციუმის, გოგირდის და მაგნიუმის ზონები. მათი დიდი ნაწილი გაფართოებეადი ღრუბლის გარე ფენებზე მდებარეობს, თუმცა ეს ვარსკვლავური ელემენტები მნათობის ყველაზე უფრო ღრმა ფენებში იმყოფებოდნენ.

 მეცნიერებმა ღრუბელში ნეონისა და სილიციუმის მდებარეობაც გააანალიზეს. მიღებული ყველა მონაცემი, აქამდე არსებულთან ერთად, საშუალებას იძლევა დავასკვნათ, რომ ალბათ, რაღაც გარკვეულმა ჰიდროდინამიურმა არასტაბილურობამ, რომელიც აფეთქების მომენტში გაჩნდა, ვარსკვლავს შიგნეულობის გარეთ გამოტყორცნა აიძულა.

 სწორედ ამ არასტაბილურობისა და ასიმეტრიული აფეთქების მიზეზი უნდა იყოს დარჩენილი ნეიტრონული(ზეახალი ვარსკვლავი) ვარსკვლავის ღრუბლის ცენტრიდან წანაცვლება.

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.