ნეიტრონული ვარსკვლავი ცივდება

 ზეახალის ნარჩენი კასიოპეია-A ჩვენგან საკმაოდ შორს მდებარეობს – 11 000 სინათლის წელი. ამ ზეახალის აფეთქების შუქი, რაც მასიური ვარსკვლავის სიკვდილზე მეტყველებს, დედამიწაზე 330 წლის წინათ მოვიდა. ამ გამოსახულებაზე, რომელიც შედგენილია რენტგენისა და ოპტიკურ დიაპაზონებში გადაღებული ფოტოებით, ვარსკვლავური გაზების “ნამსხვრევები” 15 სინათლის წლის რადიუსში გაიფანტნენ. ელვარე წყარო ცენტრში, უზარმაზარი სიმკვრივის ნეიტრონული ვარსკვლავია, ის რაც კოლაფსირებული ვარსკვლავისგან დარჩა(ზეახალი!!!).

კასიოპეია-A ცივდება, თუმცა ჯერ კიდევ საკმაოდ ცხელია და რენტგენში ასხივებს. ორბიტალური ტელესკოპის “ჩანდრას” საშუალებით 10 წლიანმა დაკვირვებებმა აჩვენა, რომ ვარსკვლავი საკმაოდ სწრაფად ცივდება.  მეცნიერები ვარაუდობენ, რომ სწრაფი გაცივების მიზეზი, ხახუნისგან თავისუფალი, ვარსკვლავის ბირთვის ძირითადი ნაწილის შემადგენელი ზედენადი ნეიტრონული ნივთიერებაა. “ჩანდრას” საშუალებით პირველად მოხერხდა კოსმოსში ასეთი უცნაური მატერიის არსებობის პრაქტიკული დადასტურება.

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *