sng350103.jpeg

კიდევ ერთი „ზარბაზნის ბირთვი“

 მცირე ზომების ობიექტი, რომელიც ზეახლის( G350.1+0,3) ნარჩენთან ახლოს მდებარეობს, ალბათ ვარსკვლავის მკვრივი ბირთვია, რომელიც ოდესღაც აფეთქდა, ახლა კი ექსტრემალური სიჩქარით მოძრაობს.

 მასიური ვარსკვლავების სიცოცხლის უკანასკნელი დღეების შესახებ მათი აფეთქებით გამოწვეული შედეგებით შეგვიძლია ვიმსჯელოთ. 12 წლიანი მუშაობის პერიოდში რენტგენულმა ობსერვატორია „ჩანდრამ“ მთელს გალაქტიკაში ზეახლების ბევრი ნარჩენი შეისწავლა.

ამის ბოლო მაგალითია ზეახლის ნარჩენი, სახელად G350.1+0,3. ეს ვარსკვლავური ნამსხვრევების ველი დედამიწიდან 14 700 სინათლის წლითაა დაშორებული, ჩვენი გალქტიკის ცენტრის მიმართულებით.

 „ჩანდრასა“ და ევროპის კოსმოსური სააგენტოს ტელესკოპის XMM-Newton-იდან მიღებული მონაცემების მიხედვით ირკვევა, რომ G350.1+0,3 ოდესღაც აფეთქებული ვარსკვლავის მკვირი ბირთვია. აღსანიშნავია, რომ ჰიპოთეტური ნეიტრონული ვარსკვლავი რენტგენის გამოსხივების წყაროდან საკმაოდ შორს იმყოფება. თუ აფეთქება წყაროსთან ახლოს მოხდა, გამოდის, რომ ნეიტრონულმა აფეთქების დროს მძლავრი იმპულსი მიიღო და ზარბაზნის ბირთვივით გაიტყორცნა.

 „ჩანდრასა“ და სხვა ტელესკოპებით მიღებული მონაცემები მოწმობენ, რომ ზეახლის ასაკი დაახლოებით 600-1200 წელია. თუ ვივარაუდებთ, რომ აფეთქების ადგილი რენტგენული წყაროა, მაშინ გამოდის, რომ ნეიტრონული ვარსკვლავი 4,8 მილიონი კილომეტრი საათის სიჩქარით მოძრაობს. ასეთივე ექსტრემალური სიჩქარით გადაადგილედება ობიექტი RX J0822-4300, ნარჩენში Puppis A. როგრც ჩანს, ეს არც თუ ისე იშვიათი მოვლენაა.

 კიდევ ერთი საინტერესო ასპექტი G350.1+0,3-ის უცნაური ფორმაა. ყველა ზეახლის ნარჩენი თითქმის სფერულია, G350.1+0,3-ისა კი ძალიან ასიმეტრიული, ამაზე „ჩანდრას“ მონაცემები მეტყველებენ.

 „სპიცერისინფრაწითელი მონაცემების მიხედვით(ცისფრად), ასტრონომებმა ივარაუდეს, რომ ეს უცნაური ფორმა „ვარსკვლავური სანაგვე ველით“ შეიძლება აიხსნას, რომელიც მეზობელ ცივ მოლეკულარულ ღრუბელში ფართოვდება. ზეახალი კიბოსმაგვარ ნისლეულში იგივე დროს აფეთქდა, თუმცა G350.1+0,3 ალბათ ვერავინ შეამჩნია სქელი ვარსკვლავური მტვრის გამო, რომელიც თვალათახედვას ფარავს.

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *