მოჩვენება?

 ეს მოჩვენება, უნგრეთის ქალაქ ვესპრემს მხოლოდ მცირე ხნით ესტუმრა . 11 აგვისტოს დილას ეს გიგანტური ჩრდილი ქალაქის ცენტრთან მდებარე მუნიციპალური შენობების წინ აღიმართა. მისი გამოჩენის საიდუმლოს ამოხსნა თვითონ ფოტოგრაფსაც შეუძლია, რომელიც ოცსართულიანი შენობის სახურავიდან მაშინ იღებდა, როცა ამომავალი მზე ზუსტად მის ზურგს უკან იყო. ასეთი გეომეტრიული განლაგება საშუალებას გვაძლევს ვივარაუდოთ, რომ ჩვენს წინ ატმოსფერული მოვლენის ნიმუშია, ცნობილი როგოც შარავანდედი ან ”ბროქენული მოჩვენება”. ეს არის ეფექტური სანახაობა, რომლის დანახვა მთის მწვერვალებიდან და თვითმფრინავებიდან შეიძლება, ის, თვით დამკვირვებლის ჩრდილს წარმოადგენს. წყლის უმცირესი წვეთები სინათლეს უკან, მზისკენ აბნევენ რთული შიგა არეკვლებით. ღამის ცის დამკვირვებლებს ამ მოვლენის ასტრონომიული ანალოგის დანახვა შეუძლიათ – ზოდიაქოს ნათება მზის საწინააღმდეგო მიმართულებით მდებარე წერტილში(არამიწიერი ცისარტყელას პირველი ფოტო; მოხტუნავე ცრუ მზე ღრუბლებს მაღლა; სამყაროს ყველაზე ცივი ადგილის მოჩვენება; ბნელი დედამიწა და წითელი მოჩვენება).

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.