მოხტუნავე ცრუ მზე ღრუბლებს მაღლა

 რა ხდება ღრუბლებს მაღლა? უკანასკნელი წლების განმავლობაში დაგროვდა ვიდეორგოლები, რომლებზეც დეტალურადაა აღბეჭდილი უჩვეულო, თითქმის უცნობი ფენომენი: ფერადი ლაქების სწრაფი ცვლა ღრუბლების თავზე(2 video). httpv://www.youtube.com/watch?v=E4sY98zsBH0

 კვლევისა და კამათის შემდეგ გაჩნდა ჰიპოთეზა: ელვას, ჭექაქუხილის დროს, შეუძლია შეცვალოს ხოლმე ელექტრული ველი იმ ღრუბლების თავზე, სადაც მზის სხივების ამრეკლავი ყინულის პატარა კრისტალებია თავმოყრილი. შეცვლილი ელექტრული ველი კრისტალების სივრცულ ორიენტაციას სწრაფად ცვლის და ისინიც სხივებს სხვანაირად ირეკლავენ. ასე რომ ვთქვათ, ელექტრული განმუხტვა, ცრუ მზეს(სინამდვილეში, ამ დროს მზე სხვა მიმართულებითაა, ვიდრე გვეჩვენება) აიძულებს “იხტუნაოს”. შემდეგ, ელექტრული ველი წინანდელ კონფიგურაციას უბრუდება და კრისტალებსაც საწყის მდგომარეობში აბრუნებს. იმისათვის, რომ მეცნიერებს დაეხმარონ, ენთუზიასტები მთელ მსოფლიოში იღებენ მოხტუნავე და მოცეკვავე მზეს, ცრუ მზეს და სხვა უცნაურ ოპტიკურ მოვლენებს.

httpv://www.youtube.com/watch?v=qZPMNejeZMw
“მოცეკვავე მზე”.

“ცრუ მზე”.

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.