ბნელი დედამიწა და წითელი მოჩვენება

 დედამიწის ამ ფოტოზე, კადრში ერთი უცნაურობაც მოხვდა. შეგიძლიათ გარკვიოთ, რა? ადრე, ამ წამიერ მოვლენას ლეგენდად თვლიდნენ, თუმცა მისი დაფიქსირება ადვილი იქნება, თუ იცით როდის და საით გაიხედოთ. ეს ფოტო ორბიტაზე მოძრავი საერთაშორისო კოსმოსური სადგურიდან(სკს) გადაიღეს. ჩანს ყველასათვის კარგად ცნობილი მზის პანელები(მარცხნივ) და რობოტის მექანიკური ხელის ნაწილი(მარჯვნივ). ასევე, იშვიათი მოვლენა, სახელად ”წითელი მოჩვენება”(სპრაიტი), რომლის დანახვა, თუმცა გაჭირვებით, მაგრამ მაინც შეიძლება, ელვარე წერტილის თავზე მარჯვნივ. ელვარე ლაქაც და წითელი მოჩვენებაც – ელვას სხვადასხვა ტიპებია. ელვას თეთრი ანთებები უფრო ხშირად ხდება. მიუხედავად იმისა, რომ წითელი მოჩვენებების შესახებ ლეგენდები უკვე 300 წლია არსებობს, ფოტოლენტზე მათი აღბეჭდვა მხოლოდ 1989 წელს მოხერხდა, ისიც შემთხვევით. მათი წარმომავლობა ჯერ კიდევ ბოლომდე არ არის გარკვეული: როგორ ჩნდება ისინი, რა ზეგავლენას ახდენენ დედამიწის გლობალურ ელექტრულ ველზე ატმოსფეროში, უკავშირდება თუ არა ისინი ატმოსფეროს ზედა ფენების ელვას – ცისფერ ჭავლებს და მწვანე გამა-ანთებებს(ელვა კოსმოსში ანტინაწილაკებს ასხივებს).

httpv://www.youtube.com/watch?v=rn0My2ivh2U

httpv://www.youtube.com/watch?v=pnAAB0z2o-k

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.