რა არის სპრაიტი?(დალი)

 სპრაიტი – ატმოსფერული განმუხტვების იშვიათი ტიპი. ის ჰგავს ელვას, რომელიც ქვემოდან ზემოთ ვრცელდება და არა ჰორიზონტალურად ან ქვემოთ, როგორც ჩვეულებრივი ელვა.

 სპრაიტები ძნელად შესამჩნევია, თუმცა ისინი ნებისმიერი ჭექაქუხილის დროს ჩნდება 50-დან 130 კილომეტრის სიმაღლეზე(ჩეულებრივი ელვა წარმოიქმნება 16 კილომეტრამდე სიმაღლეზე). ეს მოვლენა პირველად 1989 წელს შემთხვევით დააფიქსირეს. მისი ფიზიკური თვისებების შესახებ ძალიან ცოტა რამ არის ცნობილი.

 ელექტრული განმუხტვის დროს ელვამ თავის თავს მაღლა შეიძლება წარმოშვას ელექტრული ველი, რომელიც თავის მხრივ, უცნაური ფორმის ნათებას წარმოქმნის, სწორედ ეს არის სპრაიტი.

 ხშირ შემთხვევაში, ისინი წრეზე განლაგებულ ჯგუფებად ჩნდება. ახასიათებთ მოძრაობის უნარი, ცეკვის მაგვარი გადაადგილება. ზოგჯერ ის დამკვირვებელს ამოუცნობი მფრინევი ობიექტი ჰგონია ხოლმე. სპრაიტის ვერტიკალური სიმაღლე 20 კილომეტრი შეიძლება იყოს, ხოლო დიამეტრი 70 კილომეტრამდე.

გიგანტური ბუნებრივი ამაჩქარებელი.

 ევროპელმა მკვლევარებმა აღმოაჩინეს, რომ ჭექაქუხილის დროს, დედამიწის ზედაპირიდან 40 კმ. სიმაღლეზე, შესაძლებელია წარმოიქმნას ელემენტარული ნაწილაკების ბუნებრივი ამაჩქარებელი. თუ ჭექაქუხილი დაემთხვა მაღალენერგიული ნაწილაკების ატმოსფეროში შემოჭრას(კოსმოსური სხივები), ბუნება ქმნის პირობებს გიგანტური ბუნებრივი ამაჩქარებლის ფორმირებისათვის ღრუბლების ზემოდან. კოსმოსური სხივები, ელექტრონებს ჰაერის მოლეკულებიდან აძევებს, ეს ელექტრონები კი ამ დროს მომხდარი განმუხტვის შედეგად წარმოქმნილი ელექტრული ველის ზემოქმედებით ჩქარდება. შედეგად, წარმოქმნილი ელექტრონების აჩქარებული კონა ზედა ფენებში მეორად სუსტ ნათებას იწვევს -”სპრაიტს”, რომელსაც კოსმოსიდან ამჩნევდნენ კოსმონავტები(ელვა).

 

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.