ქიმიურ ელემენტთა პერიოდული სისტემა

 თუ ქიმიურ ელემენტებს ატომური ნომრების ზრდადობის მიხედვით დავალაგებთ, მაშინ მათი ქიმიური თვისებები განსაზღვრული სქემის მიხედვით მოეწყობა.

 დაესიზმრა თუ არა მენდელეევს, როგორც შუა XIX საუკუნის ქიმიკოსები, ისიც ქიმიური ელემენტების სისტემატიზირებას ცდილობდა.

 მენდელეევმა ქიმიური ელემენტები მათი მასების ზრდადობით დაალაგა, ისეთი სიგრძის რიგების შერჩევით, რომ სვეტებში ერთნაირი ქიმიური თვისებების მქონე ელემენტები მოხვედრილიყვნენ. მაგალითად, მარჯვენა კიდურა სვეტში შედიან ჰელიუმი, ნეონი, არგონი, კრიპტონი, ქსენონი და რადონი. ესენი ე.წ. კეთილშობილი აირები არიან – ნივთიერებები, რომლებიც ძალიან დაბალი ქიმიური აქტიურობით გამოირჩევიან. ყველაზე უფრო მარცხენა სვეტის ელემენტები – ლითიუმი, ნატრიუმი, კალიუმი და სხვები – სხვა ნივთიერებებთან ინტენსიურად რეაგირებენ, პროცესს ფეთქებადი ხასიათი აქვს.

 პერიოდული სისტემა, უბრალოდ, ბუნებაში არსებული ვითარების განსახიერება იყო. პლანეტათა მოძრაობის კეპლერისეული კანონების მსგავსად, ცხრილი ვერანაირად ვერ ხსნიდა, რატომ უნდე იყოს ეს ყველაფერი მაინცდამაინც ასე. მხოლოდ კვანტური მექანიკის, განსაკუთრებით, პაულისეული აკრძალვის პრინციპის გამოჩენასთან ერთად მოხდა პერიოდულ სისტემაში ელემენტთა განლაგების გააზრებული აღქმა.
_უკვე კარგად ვიცით, რომ ატომის ქიმიური თვისებები მის გარე ფენაზე არსებული ელექტრონების რაოდენობით განისაზღვრება. მაგალითად, წყალბადსა და ლითიუმს მხოლოდ თითო გარე ელექტრონი გააჩნიათ(ბორის ატომი), ამიტომ ქიმიურ რეაქციებში ერთნაირად იქცევიან. თავის მხრივ, ჰელიუმსა და ნეონს ელექტრონებით შევსებული გარე ფენა გააჩნიათ, ამიტომ ასევე ერთნაირად იქცევიან, თუმცა არა ისე, როგორც წყალბადი და ლითიუმი.

 ქიმიური ელემენტები ურანის ჩათვლით(92 პროტონი და 92 ელექტრონი) ბუნებაშიც მოიპოვება(ოკლო: უძველესი აფრიკული რეაქტორი). 93-დან დაწყებული ხელოვნური ელემენტები მოდიან, შექმნილები ლაბორატორიაში, მეცნიერების მიერ გამოცხადებული ყველაზე უფრო მაღალი რიცხვია – 118.

2 comments

  1. გამარჯობათ, გვაქვს ძველი ნემსების სტერილიზატორი, რომელზეც ამოტვიფრულია ნომერი 78. ხომ არ გაქვთ ინფორმაცია მიუთითებს თუ არა ეს ნომერი იმაზე, რომ მასალა არის პლატინის? პერიოდულ სისტემაში N 78 აღნიშნავს პლატინას, ხოლო ჩვენს სტერილიზატორს, რომელიც არის ღია ფერის მეტალის – აწერია N 78.

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.