ისევ კოსმოსური ოქროს შესახებ

 ჰარვარდის უნივერსიტეტის ასტროფიზიკოსებმა ახალი მტკიცებულებები მიიღეს იმისა, რომ ოქროს სინთეზირება ნეიტრონული ვარსკვლავების შერწყმის დროს ხდება. ასეთი მოვლენის ადგილზე დაკვირვებით, ინფრაწითელი გამოსხივება გამოვლინდა, რომელიც მძიმე ელემენტების დაშლაზე მიუთითებს, ოქროს წარმოქმნით (arxiv.org).

 ადგილი, სადაც გამა-ანთება მოხდა, მკვლევარებმა ”ჰაბლის” საშუალებით გამოიკვლიეს. 2013 წლის 3 ივნისს, რენტგენის დიაპაზონში მომუშავე ტელესკოპმა (”სვიფტი”) რენტგენის გამოსხივების წყარო დააფიქსირა, სახელად GRB 130603B, შემდეგ, ეს ადგილი მიმდევრობით სხვადასხვა ინსტრუმენტებით იქნა შესწავლილი. ”ჰაბლმა” ანთების დროს გამოფრქვეული პლაზმის რადიოაქტიური დაშლისთვის დამახასიათბელი ინფრაწითელი გამოსხივება დაინახა.

 პუბლიკაციაში ავტორები აღნიშნავენ, რომ გამა-ანთების დროს გამოტყორცნილი ნივთიერების მასა, მზის მასის ერთ პროცენტს შეადგენს. უშულოდ ოქროს მასის შეფასება სტატიაში არ ფიგურირებს, თუმცა უნივერსიტეტის საიტზე გამოქვეყნებული ნაშრომის ერთ-ერთი ავტორი, ედო ბერგერი, ათი მთვარის მასაზე მიუთითებს. გამა-ანთებების საერთო რიცხვის გათვალისწინებით, რომელთა დამზერასაც ასტრონომები ახერხებენ, შეგვიძლია დავასკვნათ, რომ ოქროს დიდი ნაწილი სამყაროში ასეთი პროცესებით არის წარმოქმნილი, დასძენს მეცნიერი.

 ასტროფიზიკოსები გამა-ანთებას უწოდებენ კატასტროფულ პროცესს, რომლის დროსაც ენერგია, ელექტრომაგნიტური გამოსხივების სახით თავისუფლდება, რენტგენისა და გამა-დიაპაზონებში. ეს ანთებები, არსებული თეორიული მოდელების მიხედვით, ზეახლების აფეთქებისას და უფრო იშვიათი მოვლენის –  ნეიტრონული ვარსკვლავების შერწყმის დროს ხდება (ზეახალი ვარსკვლავები დიდ ატომებს არ ქმნიან; ოქროსა და ვერცხლს განსხვავებული ვარსკვლავები ჭედავენ; ისევ კოსმოსური ოქროს შესახებ; NASA-მ დედამიწაზე ოქროსა და პლატინის არსებობას ახსნა მოუძებნა).

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.