ზეახალი ვარსკვლავები დიდ ატომებს არ ქმნიან

 ვარსკვლავების გაჩენამდელ სამყაროში, მხოლოდ სამი ელემენტი არსებობდა– წყალბადი, ჰელიუმი და უმნიშვნელო რაოდენობის ლითიუმი. უფრო მძიმე ატომები ამ ელემენტების შერწყმით გაჩნდა.


ვარსკვლავის ევოლუცია და ევოლუციის შესაძლო სამი დასასრული – ნეიტრონული, შავი ხვრელი, ახალი ვარსკვლავი.

 მაღალ წნევასა და ტემპერატურაზე ვარსკვლავების სიღრმეებში ჩამოყალიბდა ელემენტები რკინის ჩათვით(თერმობირთვული რეაქცია – ვარსკვლავების ენერგიის წყარო), ხოლო ბირთვში 26 პროტონიანი ატომების გაჩენა სხვა მექანიზმთან არის დაკავშირებული. მაგალითად, ზეახალი ვარსკვლავების აფეთქება, სადაც ცენტრიდან ამოტყორცნილი ლამის სინათლის სხივის სიჩქარით მოძრავი ნეიტრინოები, ატომებიდან ნეიტრონებსა და პროტონებს აგდებენ. ეს უკანასკნელნი შემდეგ მსუბუქ ატომებად ერთიანდება, ეს ატომები და სხვა პროტონები კი უფრო მძიმე ატომებად ფორმირდება. თუმცა, ატომები ნიკელს მაღლა, 28 პროტონით, სხვა პროტონებს არ იერთებს, რადგან მათ ერთსახელა მუხტი აქვთ და განზიდვის ძალები ამ პროცესს ეწინააღმდეგება.


სხვა და სხვა ნივთიერებების სინთეზი ზეახლად აფეთქებამდე.

 პროცესი რომ გაგრძელდეს, ბირთვში ნეიტრონების შეყვანა და შემდეგ მათი პროტონებად გადაქცევა საჭირო, პროცესით, რომელსაც ნეიტრონების სწრაფი ჩაჭერა ეწოდება(r-პროცესი). ადრე ითვლებოდა, რომ მძიმე ელემენტები სწორედ ხსენებული r-პროცესით გაჩნდა. ზეახალის აფეთქების(დაბალი სიმძლავრის) კომპიუტერულმა მოდელირებამ, რომელიც მაქს პლანკის სახელობის ინსტიტუტში(გერმანია) ჩატარდა, აჩვენა, რომ ასეთი აფეთქების მაგნიტურ ქარში „მარტოხელა“ პროტონების რაოდენობა ასეთივე ნეიტრონების რაოდენობაზე მეტია, ამიტომ ნეიტრონების რაოდენობა არ არის საკმარისი ატომის ბირთვების შესაქმნელად კალის მაღლა, ბირთვებისა, რომელთაც 50 და მეტი პროტონი აქვთ. ალბათ, ეს უკანასკნელნი ზეახალის უფრო მძლავრი აფეთქებებისა და ვარსკვლავების შეერთების შედეგად მომხდარი აფეთქებების დროს ყალიბდება, ოქროს, ტყვიის, ურანის ჩათვლით.

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.