ისევ კოსმოსური ოქროს შესახებ

თვითნაბადი ოქრო ლონდონის ბუნებათმცოდნეობის მუზეუმიდან (Natural History Museum-ის ფოტო).

 ”სამყაროში მძიმე ელემეტების  ნახევარის წარმომავლობა დღემდე გამოცანად რჩება”, – ამბოსბ ახალი ნამუშევრის ერთ-ერთი თანაავტორი ჰანს-ტომას იანკა, მაქს პლანკის სახელობის ასტროფიზიკის ინსტიტუტიდან. – აქამდე ითვლებოდა, რომ ისინი ზეახლების აფეთქებით გაჩნდნენ, თუმცა ახალი მოდელები ამ თეორია უარყოფენ”.

 ახლა ჰანს-ტომასმა და მისმა კოლეგებმა ბრიუსელის თავისუფალი უნივერსიტეტიდან ჩაატარეს დეტალური რიცხვითი მოდელირება, რომელმაც სხვა ვერსიის მართებულობა აჩვენა. ამ ტეორიის მიხედვით, ოქრო,პლატინა,თორიუმი და სხვა მძიმე ქტომები იბადებიან ნეიტრონული ვარსკვლავების შერწყმის დროს.

 მკვლევარებმა თავიანთ მოდელში გააერთიანეს ჰიდროდინამიკური და რელატივისტური გათვლები ატომურ რეაქციებთან. კომპიუტერმა აჩვენა, თუ რა ხდება ნეიტრონული ვარსკვლავების ორმაგ სისტემაში, როცა ისინი, ტრიალებენ რა ერთმანეთის გარშემო, ერთმანეთს უახლოვდებიან და ეჯახებიან.

 ნეიტრონული ვარსკვლავების ერთმანეთთან მიახლოება და შეჯახების პირველი მეასედი წამი. ყვითლით გავარვარებელი ნივთიერებაა ნაჩვენები, რომელიც კოსმოსში გაიფრქვევა(Max-Planck-Institut für Astrophysik-ის ილუსტრაცია).

 აღმოჩნდა, რომ ასეთი შერწყმის დროს მაღალი წნევა და მძლავრი მიზიდულობა გარემოში რამდენიმე იუპიტერის მასის გავარვარებული მატერიის გატყორცნას იწვევს. როცა მატერიის ეს გროვა 10 მილიარდ(!!!) გრადუსამდე ცხელდება, მასში მრავალრიცხოვანი ატომური რეაქციები იწყება, ზემძიმე ატომების გაჩენით, ამ უკანასკნელთა დაშლით კი ისეთი ელემენტების, როგორიცაა ოქრო. შემდგომ ეს ნივთიერებები კოსმოსში ვრცელდება და ახალი ვარსკვლავების და პლანეტების სამშენებლო მასალად იქცევა.

 140-ზე მეტი მასობრივი რიცხვის ელემენტების გავრცელება, მოდელის მიხედვით, კარგად ეთანხმება იმას, რასაც ჩვენ ვხედავთ მზის სისტემაში, ამტკიცებენ მკვლევარები.

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.