ვარსკვლავური ჰალო ირმის ნახტომის კიდეზე

 ასტრონომებმა ირმის ნახტომის შორეული ვარსკვლავების უცნაური მოძრაობა დააფიქსირეს, რაც გალაქტიკის გარშემო ვარსკვლავური ჰალოს არსებობაზე მიუთითებს(hubblesite).

 ასტროფიზიკოსებმაჰაბლის” ძველი მონაცემები გამოიკვლიეს, რომლებიც გალაქტიკა ანდრომედას კვლევის ჩარჩოებში იქნა მიღებული. ამ დაკვირვებების დროს ტელესკოპის თვალთახედვაში დაახლოებით 100 ათასამდე ვარსკვლავი მოყვა. მათ შორის მეცნიერბმა 13 ისეთი ვარსკვლავი აღმოაჩინეს, რომლებიც ირმის ნახტომის ცენტრს 80 ათასი სინათლის წლით არიან დაშორებული, ანუ გალქტიკის შორეულ საზღვრებს ეკუთვნიან.

 აღმოჩნდა, რომ ამ ვარსკვლავების გადაადგილებას მულოდნელად მაღალი ტანგენტალური კომპონენტი გააჩნია. ასეთი მოძრაობა, ასტროფიზიკოსთა თქმით, ამ ფენაში ვარსკვლავების დიდი რაოდენობითა და ირმის ნახტომის გარშემო ვარსკვლავური ჰალოს არსებობით შეიძლება აიხსნას.

 სფერული ბნელი ჰალო, შემდგარი გაიშვიათებული გაზისა და ბნელი მატერიისგან, ნებისმიერი გალაქტიკის ყველაზე მასიური კომპონენტია, თუმცა ჩვეულებრივ ამ ფენაში ვარსკვლავების ცალკეული ფენა არ არის, რომლის კვალიც მეცნიერებმა ახლა აღმოაჩინეს. ითვლება, რომ ეს ვარსკვლავური ფენები უფრო მცირე გალაქტიკასთან შერწყმით ჩნდება. რადგან დედამიწა ირმის ნახტომის შიგნით არის, მის გარე სტრუქტურაზე დაკვირვება შეუძლებელია. ამ რეგიონის შესწავლას იმ ვარსკვლავების ანალიზით ახდენენ, რომლებიც გალაქტიკური დისკოდან, ვარსკვლავურ გროვებში ყოფნის დროს, ამავე გროვას ვარსკვლავებთან გრავიტაციული ურთიერთქმედებებით გამოიტყორცნენ(ჩვენი გალაქტიკის ზემასიური შავი ხვრელი ვარსკვლავებს აქეთ-იქეთ ისვრის).

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.