ბნელი მატერიის გიგანტური ხიდი გალაქტიკურ გროვებს შორის

 ორ გალაქტიკურ გროვას შორის უხილავი ბნელი მატერიის გიგანტური ზოლი იქნა აღმოჩენილი.

 ზოლი თავისებურ ხიდს ქმნის გროვებს შორის Abell 222 და Abell 223, იქამდე მანძილი 2,7 მილიარდი სინათლის წელია.

 სავარაუდოდ, სამყარო ბნელი მატერიის ასეთი ზოლებითაა შევსებული, იდუმალი ნივთიერებით, რომლის პირდაპირ დანახვა შეუძლებელია. ის თავს მხოლოდ გრავიტაციული ურთიერთქმედებით ავლენს.

 მეცნიერებმა ბნელი მატერიის ძაფების აღმოსაჩენი პირველი მცდელობები განახორციელეს, მათ არსებობას უშვებს თეორია, რომლის თანახმადაც გალაქტიკური გროვები ამ ძაფების გადაკვეთებზე ყალიბდებიან. სამყაროს მატერიის 98% სწორედ ამ უცნაურ სუბსტანციაზე მოდის.

ფილამენტი – გალაქტიკებისგან შექმნილი გიგანტური “კედელი”.

 „პირველად ისინი გრავიტაციული ლინზირებით აღმოაჩინეს“, ამბობს ასტრონომი იორგ დიტრიხი(University Observatory Munich),“ეს სტანდარტული მტკიცებულებაა თეორიისა, რომელიც სამყაროს ფორმირებას ეხება…“.

ბევრი ასტრონომი თვლიდა, რომ იდუმალი ძაფების აღმოჩენა შეუძებელია, სანამ არ გამოჩნდებიან უფრო თანამედროვე ტელესკოპები. იორგ დიტრიხმა და მისმა კოლეგებმა, ისარგებლეს რა კლასტერების(გალაქტიკური გროვების) ხელსაყრელი განლაგებით სივრცეში, შეძლეს სუსტი გრავიტაციული ლინზირების კვალის გამოვლენა.

 საზოგადოდ აღიარებული ფარდობითობის თეორის თანახმად, დიდი(მასიური) ობიეტქები თავის გარშემო სივრცისა და დროის დეფორმაციას ახდენენ, ყველაფრის მოძრაობის ტრაექტორიის დამახიმჯებით მათ ახლოს, მათ შორის სინათლისაც.

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.