მეხუთე ძალა?!

მეხუთე ძალა?!

 გრავიტაციული ძალები პლანეტებს, ვარსკვლავებსა და გალაქტიკებს აკავებს ერთმანეთთან, ელექტრომაგნიტური – მოლეკულათა ატომებს ერთ მთლიანობაში აერთიანებს. ყველაზე უფრო მცირე მანძილებზე, კიდევ ორი ძალა იჩენს თავს, ატომის ბირთვის შემკვრელი ძლიერი ურთიერთქმედება და სუბატომურ დონეზე მიმავალი პროცესების მმართველი სუსტი ურთიერთქმედება. ყველაფერს, რასაც სამყაროში ვხედავთ, ეს ძალები საკმაოდ კარგად ხსნის(ელემენტარული ნაწილაკების სტანდარტული მოდელი). თუმცა, დიდი ხანი არ არის, რაც უნგრელმა ფიზიკოებმა, მეხუთე ფუნდამენტური ძალის არსებობის შესახებ ვარაუდი წამოაყენეს, რომლზეც ჯერ არაფერი ვიცით(იოქტოწამი(y)).

ატილა კრაჩნეჰორკაისა(Attila Krasznahorkay) და მისი ჯგუფის(უნგრეთის მენციერებათა აკადემიის ბირთვული კვლევების ინსტიტუტი დებრეცენში) ნამუშევარი, რომელზეც მუშაობა მათ გასულ წელს დაასრულეს, მეცნიერული საზოგადოების მხრიდან დიდი ყურადღება არ დაუმსახურებია. თუმცა, თეორეტიკოსთა ჯგუფმა ჯონათან ფენგის ხელმძღვანელობით(კალიფორნიის უნივერსიტეტი, ირვინი), უნგრელი მენციერების მიერ მიღებული შედეგები გადაამოწმა და დაასკვნა, რომ მეხუთე ფუნდამენტური ძალა მართლაც შეიძლება არსებობდეს, თან უკვე არსებული კანონების დაურღვევლად.

მეხუთე ფუნდამენტური ძალის არსებობა სრულ მოულოდნელობას არ წარმოადგენს. მატერიის რაოდენობა, რომლის დანახვა და მასზე შეხება შეგვიძლია, სამყაროს მთელი მატერიის მხოლოდ 5% შეადგენს, დანარჩენი კი იდუმალებით მოცულ ბნელ მატერიაზე(1) და ბნელ ენერგიაზე(2) მოდის. ბნელი მატრია, მხოლოდ გრავიტაციული ურთიერთქმედებით ამჟღავნებს თავს, ელექტრომაგნეტიზმის თვალსაზრისით კი აბსოლუტურად ”ინერტულია”, ამიტომ მისი დანახვა ყველაზე უფრო მაღალი მგრძნობელობის მოწყობილობითაც კი შეუძლებელია(მოკლედ ფუნდამენტური ურთიერთქმედებების შესახებ).

უნგრელი მეცნიერები ახალი ძალის არსებობის ფაქტს ე.წ. ”ბნელი ფოტონის” ძებნისას წააწყდნენ(ბნელი ბოზონი…). ლითიუმის თხელი ფენის პროტონებით დასხივებისას, ლითიუმი, ბერილიუმის არასტაბილურ იზოტოპად გარდაიქმნება, ეს უკანასკნელი კი იშლება და ელექტრონ-პოზიტრონულ წყვილს ასხივებს(ატომი). როცა პროტონული სხივი ლითიუმის ზედაპირზ გარკვეული კუთხით ეცემა, 140 გრადუსამდე, ელექტრონებისა და პოზიტრონების რაოდენობა, თეორიულად გამოთვლილ რაოდენობას შესამჩნევად აჭარბებს. მენციერთა აზრით, ეს სიჭარბე ახალი ნაწილაკის ჩარევით ხდება, რომელიც ელექტრონზე 34-ჯერ მასიურია, ხოლო მის წიაღში ახალი ტიპის ძალა შეიძლება იმალებოდეს.

ფიზიკოსთა საზოგადოება, ძირითადად, ამ სიახლეს სკეპტიკურად შეხვდა. მიუხედავად ამისა, ზოგიერთმა მენციერმა, მათ შორის ცერნიდან და ამაჩქარებელთა ნაციონალური ლაბორატორიიდან(ვირჯინია, ა.შ.შ.), ამ ჰიპოთეზის შემოწმებაზე დაიწყო მუშაობა, რითაც მისი დამტკიცება ან უარყოფა მოხდება(ამაჩქარებლების მოკლე ისტორია).

Show Comments Hide Comments

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *